Tag Archives: ამონარიდები რევაზ მიშველაძის ნოველებიდან…

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„თურმე მეზობელთან მეზობლურად უნდა იყო. არც მეტი – არც ნაკლები. არც ღობის მოშლა და ნამეტანი გაშინაურება ვარგა და არც, რასაკვირველია, ცხვირაბზუებით განგან სიარული”. – (ხეო სიცოცხლისაო)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ – საერთოდ, ეს იცოდე, ჩემო ზაურო, თუ კაცს შენი ვალი აქვს, ხშირად არ უნდა შეეჩხირო თვალში, თორემ შესძულდები. ასე იცის ვალმა”. – (თებერვალი)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ერთხელ დალაპარაკებით რომ გვესმოდეს ჩვენ ერთმანეთის, სხვანაირად იქნებოდა ცხოვრება აწყობილი”. – (ურვა)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის ნოველებიდან…

„მთელი ცხოვრება ვასწავლით კაცს ქურდობას და კარგად რომ ისწავლის, სწორედ მაშინ წავუჭერთ ყელში ხელს. ვინ გასწავლა, საიდან შეითვისე ეს მურტალი საქმეო”. – (დიოგენი)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ქართველი კაცის ერთი ნაკლი ისიც არის, რომ ნიადაგ მსოფლიო პრობლემებზე უყვარს ბაასი და თავისი დარდი ჭიშკრამდეც არ მიჰყვება.

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ – ბაბუაჩემი მეტყოდა ხოლმე: შვილმა როგორც უნდა გაგაბრაზოს, ბაბუა, მის გასალახად მეზობელს არ დაუძახო.

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ – ჩემთვის, ბიძია, ყველა დონე ერთია. ჩემი ყურის ახევა ყველას შეუძლია. დაგავალებენ რაცხა სისულელეს და მერე ისევ ისინი მოგთხოვენ პასუხს. რას იტყვიან იცი? ჩვენ, კი მართალია, დაგავალეთ, მაგრამ შენ არ უნდა გექნაო”. – (ცისარტყელა)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„თუ არა გჯერა იმისი, რასაც აკეთებ, წყლის ნაყვაა ყველაფერი”. – (უფანდუროდ ნამღერი)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ნურავინ იტყვის, ბატონო, ვიცნობ ადამიანსო. ისეთს მოიმოქმედებს კაცი ხანდახან, თვითონ ვერ გაუგებს თავის საქციელს გასაგისს და სხვა მიუხვდება? ამიტომ აღარ მიკვირს ქვეყანაზე არაფერი. ვერავინ გამოიცნობს წინასწარ, რას ჩაიდენს ადამიანი”. – (კითხვა-ძახილის ნიშანი)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„აკრძალული ხილის გემო ადამის ნაშიერს ჩვენს დღეებამდე მოჰყვა”. – (დაუოკებელი)