Tag Archives: გენიოსები

ედგარ დეგას შესახებ…

„ის მუდმივად კომპლიმენტს უძღვნიდა ჩემს გარეგნულ იერს,მაგრამ მასთან ფიზიკური სიახლოვე ყოვლად შეუძლებელი რამ გახლდათ.იმპრესიონიზმის გენია მიიჩნევდა,რომ ქალი შექმნილი იყო არა სიყვარულისათვის,არამედ  შთაგონებისათვის”. – წერდა გენიალური ფრანგი მხატვრისა და სკულპტორის - ილერ ჟერმენ ედგარ დეგას (1834-1917 წლები) შესახებ ფრანგი მხატვარი ქალი – სუზანა ვალადონი,

მარკ შაგალის შესახებ…

„ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი სიყვარული აბრწყინებდა ყოველივეს,რასაც კი მე ვქმნიდიო”, – წერდა თავისი მეუღლის – ბელა როზენფელდის შესახებ ბელორუსში დაბადებული ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი მხატვარი და გრაფიკოსი - მარკ შაგალი (1887-1985 წლები),რომლის შემოქმედებითი გენიაც,ერთბაშად,კიდეც აშინებდა და კიდეც იზიდავდა სახვითი ხელოვნების მოყვარულთ.

პიერ ოგიუსტ რენუარის შესახებ…

იმპრესიონიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ფრანგი მხატვრის – პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები) ბიოგრაფები ირწმუნებიან,რომ ხელოვანი ქალთა წრის დიდი მოყვარული იყო და უმეტეს შემთხვევებში თავადაც საპასუხო სიყვარულს იღებდა მათგანო.

უცნობი ფაქტები მოდილიანის ბიოგრაფიიდან…

გენიალური იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის - ამადეო კლემენტ მოდილიანის (1884-1920 წლები) დაბადების დღესვე მამამისის – ფლამინიო მოდილიანის მთელი ავლადიდება სახელმწიფომ დააპატიმრა.

იან ვერმეერის შესახებ…

ნიდერლანდური ხელოვნების ოქროს საუკუნის გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერი – იან ვერმერი (1632-1675 წლები),თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ვერც აღიარებით დატკბა და ვერც დიდებით.

ჟან-ჟაკ რუსოს შესახებ…

„ვერავინ აღწერს ცხოვრებას თვითონ მასზე უკეთ. მისი შინაგანი მდგომარეობა, მისი ნაღდი ცხოვრება მხოლოდ მისთვის არის ცნობილი, მაგრამ აღწერისას მალავს მას: ცხოვრების დახატვით თვითგამართლებას ეწევა და საკუთარ თავს გვაჩვენებს ისეთად, როგორიც თვითონ სურდა ყოფილიყო და არა, როგორიც სინამდვილეშია.

მარკუს ტულიუს ციცერონის შესახებ…

პირველ ციცერონს თურმე ცხვირის წვერზე ცერცვის ნაჩვრეტის მსგავსი პაწაწინა ნაპობი ჰქონია,რის გამოც მისთვის – „ციცერონი”,ანუ ლათინურიდან რომ ვთარგმნოთ, – „ცერცვი” უწოდებიათ მეტსახელად.

ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი – “ეპიზოდი”

ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი (1865-1923 წლები) – წარმოადგენდა გერმანული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ ინჟინერ-ელექტრიკოსს,რომელსაც ზედსახელად მოიხსენიებდნენ,როგორც – “ჯადოქარი სტენეკტადიდან”.

ადოლფ ვიოლფლი

ადოლფ ვიოლფლი – დაიბადა 1864 წლის 29 თებერვალს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში,ქვის გადამამუშავებელი ოსტატის ოჯახში.იგი მისი მშობლების რიგით მეშვიდე შვილი გახლდათ.მიუხედავად იმისა,რომ ადოლფი პატარაობიდანვე ეწეოდა დამქანცველ ფიზიკურ შრომას,რათა ფინანსურად შეჭირვებულ ოჯახს როგორმე შეწეოდა,ალკოჰოლიკი მამის მიერ შვიდი წლის ასაკში სახლიდან იქნა გაგდებული.

ანდრე მარი ამპერი

1775 წლის 20 იანვარს საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაბადებული გენიალური ფრანგი ფიზიკოსის,მათემატიკოსისა და ელექრომაგნეტიზმის ფუძემდებლის – ანდრე მარი ამპერის წინაპრები,ძირითადად ლიონში მაცხოვრებელი ხელოსნები იყვნენ.