Tag Archives: იცით თუ არა
იცით თუ არა,რომ
1. 1931 წლიდან საბჭოთა კავშირში ოფიციალურად აიკრძალა “ბიბლიის” დაბეჭდვა და გავრცელება.
იცით თუ არა,რომ
1. ქრისტიანთა წმინდა წიგნს – “ბიბლიას”,სხავდასხვა პერიოდებში 40 სხვადასხვა ავტორი – 1600 წლის მანძილზე წერდა.იგი 66 წიგნისგან შედგება,რომელთაგანაც 39 “ძველი აღთქმისაა”,ხოლო 27 კი “ახალი აღთქმის”.
იცით თუ არა,რომ
1. როდესაც ლეგენდარულ ინგლისელ კომედიური ჟანრის მსახიობს - ჩარლზ სპენსერ ჩაპლინს ჰკითხეს,თუ სად ისურვებდა მოხვედრას სიკვდილის შემდეგ,სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში?! პასუხი ასეთი მიიღეს: “ერთის მხრივ სამოთხეში,რადგან იქ კარგი კლიმატია,მაგრამ მეორეს მხრივ ჯოჯოხეთში,რადგან იქ მეტად საინტერესო პუბლიკა დამხვდებაო”.
იცით თუ არა,რომ
1. ადოლფ ჰიტლერი თავის მოადგილეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს ფიურერის გარემოცვაში – მარტინ ბორმანს,”საკუთარ ჩრდილს” ეძახდა.
იცით თუ არა,რომ
1. დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი,ღვინოს “კაცობრიობის ცივილიზაციის უდიდეს მწვერვალს” უწოდებდა.
იცით თუ არა,რომ
1. “ჭკუა სინდისის გარეშე” – ასე უწოდებდნენ ფაშისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლის მინისტრს – ჰერმან ვილჰელმ გერინგს.
იცით თუ არა,რომ
1. ერთადერთი ინგლისის მეფე,რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა,იორკების სამეფო დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი – რიჩარდ III (1452-1485 წლები) გახლდათ.იგი დაიღუპა 1485 წლის 22 ავისტოს ბოსვორტთან გამრთულ ბრძოლაში,”ვარდების ომის” მსვლელობისას.
იცით თუ არა,რომ
1. კორეაში,ბავშვის ჩასახვისთანავე იწყება ათვლა მისი წლოვანებისა.ამიტომ კორეელი ბავშვები დოკუმენტურად,ყოველთვის უფროსი ასაკის არიან,ვიდრე სხვა ქვეყნების თანატოლი ბავშვები.