Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში,1920 წელს შეტანილ იქნა პუნქტი,რომლის თანახმადაც ნებისმიერ ამერიკულ მხატვრულ ფილმში ნამდვილი ფულის გამოჩენა იკრძალებოდა.აღნიშნული კანონი ამერიკაში დღემდე მოქმედებს.შესაბამისად,ამერიკულ მხატვრულ ფილმებში ნაჩვენები არც ერთი კუპიურა “ნამდვილი” არ გახლავთ.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკანასკნელი ნაწარმოები,რომელიც მან სიკვდილამდე 19 დღით ადრე (1791 წელს) დაწერა,გახლავთ: “ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს სიხარულს”.აღნიშნული ნაწარმოები დღევანდელ დღემდე – “მასონთა კანტანად” არის მიჩნეული.

იცით თუ არა,რომ

1. ერთ-ერთი უდიდესი დანიელი ფიზიკოსი – ნილს ბორი,არა მარტო დიდებული ფიზიკოსი,არამედ შესანიშნავი სპორტსმენიც გახლდათ.მან დანიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში და დანიური კლუბის – Akademisk Boldclub-ის,კარის დარაჯად არა ერთი მატჩი ჩაატარა.

იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჯეიმს გარფილდს (1831-1881 წლები),ერთდროულად შეეძლო ცალი ხელით ლათინურად დაეწერა,ხოლო მეორე ხელით ბერძნულად.

იცით თუ არა,რომ

1. ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა – შვეიცარია,საომარ მდგომარეობაში 1515 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი,ვეშაპის ძვლებისაგან დამზადებული კბილების პროთეზით სარგებლობდა.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც პალეოანთროპები ირწმუნებიან,პირველად გარდაცვლილის ცხედრის დამარხვა 350,000 წლის წინად დაიწყეს ადამიანის მსგავსმა მაიმუნებმა - ანთროპოიდებმა (რომლებიც ადამიანის წინა პერიოდში ცხოვრობდნენ დედამიწაზე).

იცით თუ არა,რომ

1. საფრანგეთის საყოვეთაოდ ცნობილი მეფე ლუი XIV,ორი კბილით დაიბადა.

იცით თუ არა,რომ

1. ძველ რომში ძალიან სერიოზული ბრძოლა იყო გაჩაღებული ქალთა “ალკოჰოლიზმის” წინააღმდეგ,რადგან იმ პერიოდში საკმაოდ ბევრი ქალი მოიცვა ალკოჰოლური სასმელისადმი დიდმა ტრფიალმა.აღნიშნულ ღონისძიებას ბევრი პროფილაქტიკური ღონისძიებები ახლდა თან.თუმცა დადებითი შედეგი მაინც არ ჩანდა.

იცით თუ არა,რომ

1. გამოჩენილი ინგლისელი სწავლულის და სამედიცინო სფეროში ჩართული – ჩარლზ დარვინის მამა,ყოველთვის საყვედურობდა შვილს: შენ არაფერი გაინტერესებს,გარდა ძაღლებისა და ვირთხების ჭერისო.