Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები დიმიტრი წიკლაურის ნოველიდან – „ადგილი მზის ქვეშ”

„ცხოვრება წკმუტუნა ლეკვივით გეთამაშება,სანამ ავ ნაგაზებს მოგიქსევდეს”.

ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – „დონ კიხოტი”

„კამილა დანებდა; დანებდა საბრალო კამილა, მაგრამ რა არის აქ საკვრიველი? აკი, ვერც ლოტარიოს მეგობრობამ გაუძლო და ისიც დაეცა. ეს მაგალითი ერთხელ კიდევ თვალნათლივ გვიმტკიცებს, რომ ყოვლის წამლეკი ვნების ძლევა, მხოლოდ ერთი გზით თუ შეიძლება: უნდა გაექცე; უნდა გაექცე, რადგან არვის ძალუძს ესოდენ ძლევამოსილი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან მის ამქვეყნიურ ძალმოსილებას მხოლოდ არაამქვეყნიური ძალა თუ შეიძლება დაუპირისპირდეს”.

ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შედევრიდან – „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”

„თქვენ იქნებ ფიქრობთ, მე ამქვეყნად იმიტომ ვარსებობ, რომ ადამიანებს რჩევა მივცე.ეს ხომ ყველაზე სულელური ხელობაა, რასაც შეიძლება მისდევდეს კაცი. უმჯობესია თითოეულმა თვითონ მისცეს საკუთარ თავს რჩევა და გააკეთოს ის, რასაც გული კარნახობს. თუ კარგად წაუვა საქმე, გაიხაროს იმით, რომ ბრძენი და ბედნიერია, თუ ცუდად – აგერ არა ვარ, შემახოცოს ხელი”.

ამონარიდები უოშინგტონ ირვინგის ნაწარმოებებიდან…

„ბასრი ენა ერთადერთი მჭრელი იარაღია,რომელიც მუდმივი ხმარებით უფრო ფხიანი ხდება”. – (რიპ ვან უინკლი)

ამონარიდები მიგელ დე უნამუნოს ნოველიდან – „ბურუსი”

„აქ,ამ ჩვენს უბადრუკ ცხოვრებაში,მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ,რა გამოვრჩეთ უფალს; არც იმაზე ვიტყოდით უარს,ქოლგასავით გადაგვფარებოდა და ყოველგვარი შეჭირვებისაგან დავეფარეთ!”

ამონარიდები ჟან-ჟაკ რუსოს გენიალური ქმნილებიდან – „ჟიული, ანუ ახალი ელოიზა”

„სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მეტისმეტად ძვირფასია, და შეუძლებელია მათი ამაოდ და ფუჭად დაკარგვა.უკეთუ არ ძალგიძთ ჩემი სიცოცხლის გახანგრძლივება,ნუ შემიმოკლებთ მაინც მას,

ამონარიდები მიგელ დე უნამუნოს ნაწარმოებებიდან…

„ცხოვრების ერთადერთი მოძღვარი ისევ ცხოვრებაა,სხვა არავითარი პედაგოგიკა არ არსებობს,ცხოვრებას მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის და ყოველი კაცი თავიდან უნდა შეუდგეს ამ მეცნიერების შესწავლას…”

ამონარიდები შალვა დადიანის რომანიდან – „გვირგვლიანების ოჯახი”

„რელიგია ეს ჩემი სინდისის საქმეა.თავის დღეში მე ხუცებისაგან,სასულიერო წოდების ადამიანებისაგან,არავითარი ისეთი ჭეშმარიტება არ გამიგია – მანამდე ჩემს სინდისს არ ეკარნახებინოს”.

ამონარიდები ანრი მარი ბეილის (სტენდალის) რომანიდან – „პარმის სავანე”

„მიხვედრილი ადამიანები შენს ჭკუას შენს თვალებშიც დაინახავენ”.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ჩვენ არასოდეს არ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმისდა მიხედვით,ვუყვარვართ თუ ვეზიზღებით სხვებს”. – ეტელ ლილიან ვოინიჩი (კრაზანა)