Tag Archives: ლიტერატურა

ქრისტინა ჟივულსკას წიგნიდან – “მე გადავურჩი ოსვენციმს”

” – იცეკვე,შვილო,როგორც გიბრძანეს.ღიმილის საფარქვეშ დამალე შენი ღრმა მწუხარება.იცეკვე,ღმერთის წინაშე,უბედურო!”

ნიკოლოზ გოგოლის ნოველიდან – “მირგოროდი”

“მე ერთ კაცს ვიცნობდი მისი ყმაწვილური ძალღონის აყვავების ხანაში,ნამდვილი კეთილშობილებითა და ღირსებებით აღსავსეს,მახსოვს იგი შეყვარებული ნაზად,ვნებიანად,შმაგად,თამამად,მორიდებულად, და თითქმის ჩემს თვალწინ მისი სიყვარულის საგანი – ანგელოზივით ნაზი და მშვენიერი არსება – გაუმაძღარმა სიკვდილმა წაიღო.

ამონარიდები ქართული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“სხვის ენაზე მეტყველებას მაშინ აქვს ფასი და გემო,როდესაც თავისი უკეთილესად იცი! სხვაფრივ უცხო ენის გალიაში ხარ.” – ლევან გოთუა (მუმლი მუხასაო)

ამონარიდები ჰაინრიხ მანის ისტორიული რომანიდან – “ანრი IV-ის სიყმაწვილე”

” – ათი ათასი ბაყაყი,სულ ერთია,მაინც არ არის ორაგული”.

მიხეილ ზოშჩენკოს მეტად უცნაური ავტობიოგრაფია…

საბჭოთა პერიოდის რუსული ლიტერატურის კლასიკოსად წოდებულმა მწერალმა,დრამატურგმა და მთარგმნელმა – მიხეილ ზოშჩენკომ (1894-1958 წლები),რომლის ლიტერატურული ნაწარმოებები გაჯერებული გახლდათ ყოველგვარი სისასტიკის,ოპორტუნიზმისა და ეგოიზმის წინააღმდეგ მიმართული ბასრი სატირით,საკუთარი თავის შესახებ ერთობ უცნაური და მოკლე ავტობიოგრაფია დაწერა:

ამონარიდები მორის დრიუონის რომანიდან – “რკინის მეფე”

“სიკვდილი სახუმარო საქმე არაა,იგი ჩვენთვის დიდი სატანჯველია და სხვასაც ადვილად არ უნდა გადავუწყვიტოთ ბრაზით დაბრმავებულებმა”.

ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის მოთხრობებიდან…

“ადამიანებმა რომ ის ერთი,ზედმეტი დღე იცოდნენ,რამდენი დაასწრებდა უბედურების დადგომას,რამდენი წავიდოდა ამქვეყნიდან დიდებითა და ბედნიერებით ტკბობისას,რათა მომავალ დაცემასა და გამწარებას არ შესწრებოდა”. – (ქვევრში)

როგორი შეხედულება გააჩნდათ უდიდეს ლიტერატორებს უილუიამ შექსპირის შემოქმედებაზე?

მსოფლიოს ყველა ხალხის საკუთრებად ქცეული უკვდავი ლიტერატურული ქმნილებების გენიალური ავტორის – უილიამ შექსპირის (1564-1616 წლები) შემოქმედების მიმართ სხვადასხვა ქვეყნის უდიდეს ლიტერატორებს სხვადასხვაგვარივე დამოკიდებულება გააჩნდათ.

ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის დიდებული რომანიდან – “ყორნალი”

“მას შემდეგ,რაც ევამ ადამი აცდუნა,კაცობრიობის მთელი ცხოვრება სავსე იყო თავგანწირვისა და ღალატის,კეთილშობილი გმირობისა და საშინელი ბოროტმოქმედების აურაცხელი მაგალითით და ყოველივე ამის შთამაგონებელი თუ წამქეზებელი,მრავალ შემთხვევაში,იყო ქალი,ჭკუის წამრთმევი მისი სილამაზე და გადაულახველი,ყოვლის მძლეველი ცდუნება.

ამონარიდები ჯონ ერნსტ სტეინბეკის ნოველიდან – “ტორტილა ფლეტი”

„სიკვდილი პირადული მოვლენაა და მწუხარებას, განწირულებას, გულის დათუთქვას ან, სულაც, ცივ ფილოსოფიურ განწყობილებას იწვევს. დაკრძალვა კი, თავის მხრივ, საზოგადოებრივი ფაქტორია.