Tag Archives: რელიგია

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – “საშინელი სამსჯავრო”

“ვერც ერთი აზრი და სიტყვა ისე ვერ გამოაფხიზლებს კაცის გონებას,როგორც წარმოდგენა იმ საშინელი და შემაძრწუნებელი წამისა,როდესაც იგი საშინელ სამსჯავროზე ღმერთის პირისაგან მისი საბოლოო განაჩენის შესახებ მოისმენს.

“ტრიუმფატორი ქრისტე” – (ეპიზოდი)

ადრექრისტიანული ეპოქის ხატწერაში ჩვენი მაცხოვრის – იესო ქრისტეს ჯვარცმის სცენა ისეთი სახით არ იყო წარმოდგენილი,როგორიც დღეს გახლავთ.

ნახევარმთვარე – “ეპიზოდი”

ნახევარმთვარე – როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,წარმოადგენს ისლამური რელიგიის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული სიმბოლო ისლამის დამაარსებლისა და ალაჰის უკანასკნელი მოციქულის – მუჰამედის ცხოვრების პერიოდში არანაირი რელიგიური დატვირთვის მატარებელი არ ყოფილა.

წმინდა მამათა შეგონებანი

1. “არაფერი ისე არ გვყოფს თანამზრახველად ამა სოფლისა და მათი,ვინც ლოთობასა და მრუშობას არიან მიცემულნი და არაფერი ისე არ განგაშორებს სიბრძნის საუნჯესა და ღვთის საიდუმლოთა შემეცნებას,როგორც სიცილი და ფიქრთა კადნიერი ნავარდი”. – ღირსი ისააკ ასური

დიმიტრი როსტოველის შეგონება…

“არაფერია ისე ნამდვილი,როგორც სიკვდილი,მაგრამ არც რამეა უფრო მეტად დაფარული,როგორც მისი მოსვლის დრო.ჩვენ ვიცით,რომ ყველა მოვკვდებით,მაგრამ ვინ ვის გაუსწრებს,მოხუცი – ახალგაზრდას თუ ახალგაზრდა – მოხუცს,არავინ უწყის.ზოგიერთი სწორედ მაშინ კვდება,როდესაც საკუთარ თავს ხანგრძლივ სიცოცხლეს აღუთქვამდა.

წმინდა მამათა შეგონებანი…

1. “კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე,სიყვარული თუ არა მაქვს,მხოლოდ რვალი თუ ვარ მოჟღრიალე,მხოლოდ წკრიალა წინწილი.წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს,ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა,ისე,რომ მთების დაძვრაც შემეძლოს,სიყვარული თუ არა მაქვს,არარა ვარ.მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული,სიყვარული თუ არა მაქვს,არას მარგია”.

სანტა მუერტე ბლანკას (თეთრი წმინდა სიკვდილის) კულტი

სანტა მუერტე ბლანკა (ესპსანური ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “თეთრ წმინდა სიკვდილს”) – წარმოადგენს თანამედროვე რელიგიურ კულტს,რომელიც ძირითადად გავრცელებულია მექსიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

წმინდა ივო ბრეტონელის შესახებ…

რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ – იურისტების,ღატაკებისა და ქვრივ-ობლების მფარველ წმინდანად აღაირებულია ფრანცისკანული სამონასტრო ორდენის სასულიერო პირი და საეკლესიო მსაჯული – წმინდა ივო ბრეტონელი (1253-1303 წლები).

წმინდა ნიკოლოზ სერბი – “ქრისტე აღდგა!”

“ქრისტე აღდგა – მაშასადამე,ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.

სინეზიუსი – “ეპიზოდი”

თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე არსებულ ანტიკური ხანის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ კირენაში დაბადებული ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ალექსანდრიული სკოლის ფილოსოფოს-ნეოპლატონიკოსი - სინეზიუსი (დაახლოებით 370-414 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მანამ აკურთხეს და აირჩიეს ლიბიური პტოლემაიდის ეპარქიის ეპისკოპოსად,სანამ ქრისტიანად მოექცეოდა.