Tag Archives: რომ

იცით თუ არა, რომ?!

1. „მეფე შეუცდომელია”. – ასეთი სახის მქონე ჩანაწერი იყო გაკეთებული ინგლისის პირველ კონსტიტუციაში.

იცით თუ არა, რომ?!

1. მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ფრანგ თვალმარგალიტს – ალექსანდრე დიუმას, კავკასიაში მოგზაურობის ჟამს მწვადი დააგემოვნებინეს, რამაც იგი იმდენად აღაფრთოვანა, რომ პარიზში დაბრუნებისთანავე ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქში – პირველი „სამწვადე” გახსნა.

იცით თუ არა, რომ?!

1. მსოფლიო ლიტერატურის გერმანელმა ტიტანმა – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ, სიბერის ჟამს აღიარა, რომ მთელი თავისი ხანგრძლივი და შეგნებული ცხოვრების განმავლობაში სწავლობდა კითხვას, რომ მან ამაზე დახარჯა უამრავი წელი და ჯერ კიდევ არ შეუძლია დაბეჯითებით თქვას, რომ მიზანს მიაღწია.

იცით თუ არა, რომ?!

1. პირველი ნამდვილი საზოგადოებრივი ზოოპარკი გახსნილი იქნა პარიზში – 1793 წელს. მისი სახელწოდება გახლდათ – „ჟარდინ დე პლანტე” და იგი შედგებოდა როგორც ზოოპარკის განყოფილებისაგან, ასევე ბოტანიკური ბაღისა და მუზეუმისაგანაც.

იცით თუ არა, რომ?!

1. ზურაბ ბეგი, ფაზლალი ბეგი, შარმაზან ბეგი, ზეინალ ბეგი, ქაიხოსრო ხანი და ალი ხან ბეგი – ირანის (სპარსეთის) სამეფოში მოღვაწე ქართველი პოეტები იყვნენ.

იცით თუ არა, რომ?!

1. ადამიანმა ღორი პირველად ჩინეთში მოიშინაურა ჩვ.წ.აღ-მდე მერვე ათასწლეულში.

იცით თუ არა, რომ?!

1. ალექსანდრე მაკედონელმა თავისი ჯარის რიგებში მყოფი უკმაყოფილო ჯარისკაცებისაგან ჩამოაყალიბა ერთი საჯარისო შეანერთი, რომელსაც სახელად – „ტაგმა ატაკტონ”, ანუ – „უწესრიგოთა რაზმი” უწოდა. იმისათვის, რომ ამ ანარქისტ ჯარისქაცებს სხვა, ჯანსაღი საომარი ძალებიც არ აეყოლიებინათ, მათზე უმკაცრესი ზედამხედველობა იყო დაწესებული.

იცით თუ არა, რომ?!

1. VII საუკუნეში მოღვაწე დიდი ბიზანტიელი ისტორიკოსის – იოანე ანტიოქელის გადმოცემის თანახმად, კოლხეთიდან საბრძნეთში გატაცებულ „ოქროს საწმისზე”, რომელიც ცხვრის ტყავისაგან იყო დამზადებული, ოქროს ქიმიურად მიღების წესი იყო დაწერილი.

იცით თუ არა, რომ?!

https://pp.userapi.com/Ofp15jSkgS83ZNFD-cCIlFE3w3z8A1snW18v_A/JUcnW51DIqk.jpg

1. სახელგანთქმულმა ფრანგმა მწერალმა – ალბერ კამიუმ 19 წლის ექსტრავაგანტ ქალზე – სიმონა იიმზე 21 წლის ასაკში იქორწინა. თუმცა, ლიტერატორის რჩეული ქალი ნარკოტიკების მომხმარებელი აღმოჩნდა, რის გამოც ცოლ-ქმრის წყვილი ორ წელიწადში დაშორდა ერთმანეთს.

იცით თუ არა, რომ?!

1. ნაპოლეონ ბონაპარტის განკარგულებაში რამდენიმე სახეობის პოლიცია იმყოფებოდა: ერთი – პოლიციის მინისტრის – ჟოზეფ ფუშეს ხელმძღვამელობით, რომელიც იმპერიის მთელ მოსახლეობას მეთვალყურეობდა და აკონტროლებდა,