Tag Archives: რომ

იცით თუ არა,რომ

1. საკვირველი და აღმაშფოთებელია,თუმცა ფაქტია,რომ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ვახტანგ VI-ძმის იესეს ვაჟი – ანტონ I კათალიკოსი (1720-1788 წლები) გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – შოთა რუსთაველის უკვდავ ქმნილებას -”ვეფხისტყაოსანს” – ქრისტიანული სულის მომწამვლელ და ერის გამრყვნელ ნაწარმოებად მიიჩნევდა.

იცით თუ არა,რომ

1.  სპარსული პოეზიის მარგალიტად წოდებული დიდი სპარსელი პოეტი და ფილოსოფოსი – ომარ ხაიამი (1048-1131 წლები) ასასინების მასონური და მისტიკური ორდენის დამაარსებელთან და ყველა დროისა და ეპოქის უდიდეს ტერორისტად აღიარებულ – ჰასან-იბნ-საბაჰთან მეგობრობდა.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი გერმანულენოვანი ჩეხი მწერალი – ფრანც კაფკა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ხორხის კიბოთი იტანჯებოდა.ამ ავადსახსენებელი დაავადებით გაწამებული ლიტერატორი კი თავის მკურნალ ექიმს შემდეგი სიტყვით მიმართავდა – “მომკალით,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ბოროტმოქმედი იქნებითო”.

იცით თუ არა,რომ

1.  რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ 385 წელს ერთ-ერთი ქრისტიანული საზოგადოების – “გაკონის” კრებამ სპეციალურად განიხილა საკითხი – “არის თუ არა ქალი ადამიანი”.ამ უცნაური საკითხის განხილვის უმთავრეს მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება,

იცით თუ არა,რომ

1. რომის დიქტატორსა და მხედართმთავარს – ლუციუს კორნელიუს სულას (ძვ.წ.აღ-ით 138-78 წლები),თავისი სასტიკი ბუნებისა და შურისმაძიებელი თვისების გამო – “ბოროტებით ბოროტების მკურნალს” უწოდებდნენ.

იცით თუ არა,რომ

1. თავისი პრინციპული,მკაცრი და სასტიკი ხასიათით ცნობილმა ძველი რომის კონსულმა და მხედართმთავარმა – ტიტუს მანლიუს ტორკვატუსმა (ძვ.წ.აღ-ით IIIსაუკუნე) გალებთან ომის მიმდინარეობის დროს საკუთარი ვაჟის სიკვდილით დასჯა იმიტომ ბრძანა,რომ იგი მიუხედავად მხედართმთავრის აკრძალვისა,მაინც ეკვეთა მტერს.

იცით თუ არა,რომ

1. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად,ქვეყანას არა აქვს უფლება პირველმა გამოუცხადოს ომი რომელიმე მისდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს.

იცით თუ არა,რომ

1. საფრანგეთის “მეფე-მზედ” წოდებული მონარქი – ლუი XIV დე ბურბონი 40 წლის ასაკში პრაქტიკულად,სრულიად – უკბილო დარჩა,თუმცა,როგორც ამბობენ,ამას მის გემოთმოყვარეობაზე ხელი არანაირად არ შეუშლია.

იცით თუ არა,რომ

1. ”მოსეს რჯული” მონის ებრაელ პატრონს ავალდებულებდა,რომ ექვსი წლის თავზე უსასყიდლოდ გაენთავისუფლებინა თავის დაქვემდებარებაში მყოფი ებრაელი მონა.

იცით თუ არა,რომ

1. გამოჩენილმა რუსმა პოეტმა,პროზაიკოსმა და კომპოზიტორმა – ბულატ ოკუჯავამ (1924-1997 წლები) იტალიელი ჟურნალისტებისათვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში,გენიალურ ქართველ პოეტს – გალაკტიონ ტაბიძეს – “მეოცე საუკუნის უდიდესი პოეტი” უწოდა.