Tag Archives: რომ

იცით თუ არა,რომ

1. ბაროკოს ეპოქის გენიალურ ესპანელ დრამატურგსა და პოეტს – ლოპე დე ვეგას (1562-1635 წლები) ესპანურმა ეკლესიამ 1609 წელს “ინკვიზიციის ნებაყოფლობითი მსახურის” სტატუსი მიანიჭა.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მსოფლიო სალიტერატურო ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი მწერალი, 1623 წელს პირადად განკარგავდა ერესში დადანაშაულებული ერთ-ერთი ფრანცისკანელი ბერის კოცონზე დაწვას.

იცით თუ არა,რომ

1. აშშ-ის პრეზიდენტის – აბრაამ ლონკოლნის მეუღლე – მერი ტოდ ლინკოლნი იმდენად აღაშფოთა აშშ-ის არმიის გენერლის (შემდგომში ქვეყნის პრეზიდენტის) – ულის სიმპსონ გრანტის მეუღლის – ჯულია გრანტის უნებართვოდ დასწრებამ ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე,რომ იგი ერთობ უკმეხი სიტყვებით დაესხა მას თავს და გააფთრებული ყვირილით გააფრთხილა,რომ მეორედ ასეთი რამ არ ჩაედინა.

იცით თუ არა,რომ

1.  გენიალური ინგლისელი დრამატურგი და პოეტი – უილიამ შექსპირი,თავის უკვდავ ტრაგედიაში – “მეფე ლირი”,წერდა: “სიმართლე არის ის ძაღლი,რომელიც ჯაჭვებით უნდა იქნეს დაბმულიო”.

იცით თუ არა,რომ

1. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1587-1593 წლებში გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის – ტრირის სიახლოვეს მდებარე ოც სოფელში მაცხოვრებელი მანდილოსნებიდან ჯადოქრობასა და მაგიაში ბრალი დასდეს და კოცონზე დაწვეს 306 მათგანი.ასეთი საშინელი ეგზეკუციის შედეგად ორ სოფელში სულაც ორი მანდილოსანი გადარჩა ცოცხალი.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალურ გერმანელ მწერალს,მოაზროვნესა და პოეტს – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს საშინლად ეჯავრებოდა სიგარეტის კვამლი.მისი სიძულვილი სიგარეტის კვამლის მიმართ იმდენად დიდი იყო,რომ მან თავისი საუკეთესო მზარეულიც კი დაითხოვა სამსახურიდან იმის გამო,რომ მან იოჰანის კაბინეტში სიგარეტი მოწია.

იცით თუ არა,რომ

1.  ”საქართველო დიდი კულტურის მქონე სახელმწიფოა და ჯარით იქ შესვლას ნუ იკადრებთო”, – თავის ერთ-ერთ წერილში ასე ურჩევდა დიდი ფრანგი ფილოსოფოსი –  ვოლტერი რუსეთის დედოფალს – ეკატერინე II-ს.

იცით თუ არა,რომ

1. ერთ-ერთ უმშვენიერეს ყვავილს – ვარდს – “ყვავილების დედოფალი” პირველად დიდმა ძველ ბერძენმა ლირიკოსმა პოეტმა ქალმა – საფომ (ძვ.წ.აღ-ით 630-570 წლები) უწოდა.თუმცა საფომდე,ამ იშვიათი სილამაზისა და სურნელების მქონე ყვავილს ძველი ბერძნები – “ყვავილების მეფედ” მოიხსენიებდნენ.

იცით თუ არა,რომ

1. ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მოქმედი კანონის თანახმად,ქუჩის მუსიკოსებს თავიანთ მუსიკალურ რეპერტუარში მინიმუმ 20 სიმღერა უნდა გააჩნდეთ.

იცით თუ არა,რომ

1. იაპონური ეროვნული სპორტის სახეობის – “სუმოს” ნებისმიერი დონის სპორტსმენს,”ამომავალი მზის ქვეყანაში” კატეგორიულად ეკრძალება ავტომობილის მართვა.იმ შემთხვევაში,თუკი აღნიშნული წესი დაარღვია სუმოისტმა,მას დისკვალიფიკაცია არ ასცდება.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ქალაქ ეფესოს ერთ-ერთმა რიგითმა მაცხოვრებელმა – ჰეროსტრატემ,საკუთარი სახელის “უკვდავსამყოფად”, ძვ.წ.აღ-ით 356 წლის 21 ივლისის გამთენიისას გადაწვა არტემიდას უნიკალური ტაძარი.სწორედ იმ პერიოდებში დაისვა კითხვა,თუ რატომ არ მივიდა ძველ ბერძენთა მითოლოგიური ქალღმერთი მისივე სახელზე აგებული ბრწყინვალე ტაძრის გადასარჩენად.აღნიშნულ შეკითხვას,ერთი ძველბერძნული ლეგენდა მეტად მარტივად სცემს პასუხს: