Tag Archives: რომ

იცით თუ არა,რომ

1. ევროპის ჩრდილოეთში მდებარე ფინეთის რესპუბლიკაში,ტრადიციული პური მზადდება ჭვავისაგან და სახელად – რეიკიალეიპია ეწოდება.

იცით თუ არა,რომ

1. გერმანელი ფაშისტების მიერ დაარსებული “ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკის” საცხოვრებელი ბარაკის კედელზე,ერთ-ერთმა სიცოცხლე განაწამებმა პატიმარმა,შემდეგი სახის წარწერა დატოვა: “თუკი ღმერთი მართლაც არსებობს,მაშინ მან აუცილებლად უნდა ილოცოს იმისათვის,რათა – შევუნდო!”

იცით თუ არა,რომ

1. გამოჩენილი ქართველი პოეტი ვალერიან გაფრინდაშვილი – აკაკი წერეთელს ხან შუადღის ღრუბელს ადარებდა,ხანაც – ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს.

იცით თუ არა,რომ

1. სახელგანთქმული ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი – მარშალ ბრიუს მეზერსი, იგივე – ემინემი, ღრმად მორწმუნე ბაპტისტია.

იცით თუ არა,რომ

1. ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ფრანგულ კუნძულ კორსიკაზე,სადაც ნაპოლეონ I მოევლინა ქვეყნიერებას და სადაც დამკვიდებული გახლდათ სისხლის აღების ტრადიცია,სპეციალურად ვენდეტისათვის ამზადებდნენ ბასრ დანებს,წარწერით: “დაე,ყოველი შენი ჭრილობა სასიკვდილო იყოს.

იცით თუ არა,რომ

1. იოსებ სტალინმა 1924 წლის 21 იანვარს,საბჭოთა პროლეტარიატის ბელადის – ლენინის კუბოსთან დაიფიცა,რომ იგი კიდევ უფრო განამტკიცებდა საბჭოთა ხელისუფლების ძლიერებას,რაც ქვეყანაში განხორციელებული უსასტიკესი ტერორის შედეგად აღასრულა კიდეც.

იცით თუ არა,რომ

1. თანამედროვე კომუნიზმის ერთ-ერთი გერმანელი ფუძემდებელი,ფილოსოფოსი და პოლიტიკური თეორიტიკოსი – კარლ მარქსი,წიგნებს – “საკუთარ მონებს” უწოდებდა.

იცით თუ არა,რომ

1. რომის იმპერატორი 361-363 წლებში – იულიანე განდგომილი,რომელიც განუდგა ქრისტიანულ რელიგიას და ეცადა რომაული ტრადიციული რელიგიის აღორძინებას,ქრისტიანობას – “მკვდრებისა და კუბოების რელიგიას” უწოდებდა.

იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი,რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია სხვა ქვეყანას,გახლდათ აშშ-ის რიგით 26-ე პრეზედენტი – თეოდორ რუზველტი.იგი,ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე პანამის რესპუბლიკას,ოფიციალური ვიზიტით 1906 წლის 9 ნოემბერს ეწვია.

იცით თუ არა,რომ

1. ძველი რომაელები,რომლებიც ტრადიციულ სამოსს – ტუნიკს ატარებდნენ,შარვალს ბარბაროსების ტანისამოსად მიიჩნევდნენ და შესაბამისად,შარვლის ჩაცმა მათთვის უხამსობასთან ასოცირდებოდა.გალიას,სადაც მამაკაცები შარვლებით იმოსებდოდნენ,დაცინვით მოიხსენიებდნენ როგორც – “გალია შარვალში”.