Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ადოლფ ჰიტლერის წიგნი – “ჩემი ბრძოლა” – (ეპიზოდი)

მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანთროპისა და ნაცისტური გერმანიის ფიურერის – ადოლს ჰიტლერის (1889-1945 წლები) მიერ დაწერილი ანტისემიტური და ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიით გაჯერებული წიგნის – “ჩემი ბრძოლის” პირველი ტომი გამოქვეყნებული იქნა 1925 18 ივნისს,ხოლო მეორე ტომი,სახელწოდებით – “ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა” კი 1926 წელს.

კოლმანსკოპი – “ეპიზოდი”

1908 წელს ნამიბიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ ნამიბის უდაბნოში რკინიგზაზე მომუშავე ვინმე – ზაქარი ლევალმა სრულიად შემთხვევით სილაში მცირე ზომის ალმასები აღმოაჩინა,რომელიც შემდგომ ეროვნებით გერმანელს – ავგუსტ შტაუხს გადასცა.

“წითელი ცხვირის ასოციაცია”

მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა ფუნქციების მატარებელ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მისიის მატარებელი გახლავთ 1994 წელს ცენტრალურ ევროპაში მდებარე ავსტრიის რესპუბლიკაში დაარსებული მეტად გასაოცარი სახელწოდების მქონე – “წითელი ცხვირის ასოციაცია“.

“სიკვდილის საესტაფეტო ჩხირები”

ცნობილი რუსი მწერლის,დრამატურგისა და სცენარისტის – ედუარდ რაძინსკის ცნობების თანახმად,იოსებ სტალინის მიერ წარმოებული რეპრესიების პერიოდში უამრავი სახელმწიფო მოხელე იქნა დახვრეტილი.

ლონდონი – “ეპიზოდი”

XIX საუკუნის შუა ნახევარში გაერთანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქის – ლონდონის მოსახლეობა ორჯერ მეტად გაიზარდა.შესაბამისად,ქალაქში მნიშვნელოვნადვე იმატა გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობამაც.ამას ხელი შეუწყო ლონდონში გავრცელებული ქოლერის ეპიდემიამაც,რომელსაც მხოლოდ 1848-1849 წლებში – 15 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამყურა – “ეპიზოდი”

ავსტრალიის კონტინენტზე ევროპელებმა გარდა თხებისა,ღორებისა და ძაღლებისა (რაღა თქმა უნდა არამყეფ ძაღლს – დინგოს არ ვგულისხმობ),პარკოსანთა ოჯახის მცენარე - სამყურაც ჩაიტანეს.

სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკა – “ეპიზოდი”

იტალიის დედაქალაქ რომში განთავსებული – “სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკა” - ”მარადიულ ქალაქში” არსებული ოთხი უმთავრესი “პაპის ბაზილიკიდან” (ბაზილიკებისათვის განკუთვნილი ტიტული კათოლიციზმში,რომელსაც მიაკუთვნებენ მხოლოდ იმ ტაძრებს,რომლებიც უშუალოდ რომის პაპს ექვემდებარება – სულ 12 ასეთი სახის ბაზილიკა არსებობს)

“კოვენტ გარდენი” – (ეპიზოდი)

დიდი იტალიელი ისტორიკოსი,თეატრის თეორიტიკოსი და მკვლევარი – პიეტრო ფერინი,რომელიც თავის მხრივ იტალიის ეროვნული გმირის – ჯუზეპე გარიბალდის უახლოესი მეგობარი გახლდათ,ერთ მეტად საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ლონდონში განთავსებული სახელოვანი “სამეფო ოპერის თეატრის”,იგივე – “კოვენტ გარდენის” შესახებ.

როგორ დასაჯეს სივასის ეპისკოპოსი?!

ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ მოწყობილი ამაზრზენი სადამსჯელო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს (1915-1918 წლები),ოსმალო ჯარისკაცები უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ არა მხოლოდ “ანტითურქულ შეთქმულებაში” ბრალდებულ პირებს,არამედ უბრალო სომეხ მოსახლეობასა და სომეხ სასულიერო პირებსაც.

ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,დიდ ფრანგ მხატვარს,გრაფიკოსსა და XIX საუკუნის ევროპული აკადემიზმის საყოველთაოდ აღიარებულ ლიდერს – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრს (1780-1867 წლები) ერთობ სძულდა ისეთი გენიალური ფლამადელი მხატვრის ნამუშევრები,როგორიც გახლდათ - პეტერ პაულ რუბენსი.