Tag Archives: საინტერესო ფაქტები

“ნორმანდიის ბრძოლა” – (ეპიზოდი)

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,დასავლელი მოკავშირეების მიერ 1944 წლის 6 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია,სახელწოდებით – “ოვერლორდი”,რომელსაც ასევე “ნორმანდიის ბრძოლის” სახელით მოიხსენიებენ.

გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”

ძველი რომის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს – გაიუს იულიუს კეისარს (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები) ერთადერთი უახლოესი და უერთგულესი მეგობარი ჰყავდა.

მაქსიმ გორკი – “რატომ,მაინცდამაინც ქართველი?”

1891 წლის 1 ნოემბერს,ცნობილი რუსი მწერალი,პროზაიკოსი და დრამატურგი – ალექსი პეშკოვი,იგივე – მაქსიმ გორკი (1868-1936 წლები) თბილისს ეწვია.

ვაჟა-ფშაველა – “ეპიზოდი”

რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდების ერთ-ერთ შეკრებაზე,ეროვნული საკითხის გარჩევას ცხარე კამათი მოჰყვა.აღნიშნულ შეკრებას სრულიად შემთხვევით შეესწრო ქართული ლიტერატურის კლასიკოსი და დიდი ქართველი მამულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (1861-1915 წლები).

ნიკოლოზ რერიხი – “ეპიზოდი”

მხატვართა საიმპერატორო წამახალისებელი საზოგადოებრივი სკოლის ხელმძღვანელმა,გამოჩენილმა რუსმა მხატვარმა და “ადამიანი-ლეგენდად” წოდებულმა – ნიკოლოზ რერიხმა (1874-1947 წლები),მიიღო გადაწყვეტილება,რომ თავისი სკოლის წარმომადგენელი მხატვრებისა და საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ვილჰელმ კონრად რენტგენი – “ეპიზოდი”

გენიალურ გერმანელ ფიზიკოსს - ვილჰელმ კონრად რენტგენს (1845-1923 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება საყოველთაოდ ცნობილი იქს-სხივების,იგივე “რენტგენის გამოსხივების” აღმოჩენა,ვიურცბურგის უნივერსიტეტში ლექტორად მოღვაწეობის პერიოდში,გამოცდების მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სტუდენტმა ვერც ერთ დასმულ შეკითხვაზე პასუხი ვერ გასცა.

სტივენ პოლ ჯობსის ერთი ფოტოს ისტორია…

კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურისა და გენიალური გამომგონებლის,საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციის “Apple”-ს თანადამფუძნებლის – სტივენ პოლ ჯობსის (1955-2011 წლები) ზემოთ განთავსებული სურათი,სპეციალისტების შეფასებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა მის ალბომში.

პიერ ამბრუაზ ფრანსუა შოდერლო დე ლაკლო – “ეპიზოდი”

პიერ ამბრუაზ ფრანსუა შოდერლო დე ლაკლო (1741-1803 წლები) – წარმოადგენდა საფრანგეთის არმიის იმ გენერალსა და გამომგონებელს,რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ერთადერთი ეპისტოლარული ჟანრის რომანის – “სახიფათო კავშირები”-ს დაწერით.

უძველესი წერილობითი-საჩივარი

თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების პროცესში,გასული საუკუნის შუა ნახევარში აღმოჩენილი იქნა უძველესი წარწერებიანი თიხის ფირფიტა,რომლის გაშიფრასაც სპეციალისტებმა საკმაოდ დიდი დრო მოანდომეს.

კარლო კრიველი – “ეპიზოდი”

კარლო კრიველი (1430-1495 წლები) – წარმოადგენდა იმ გენიალურ იტალიელ მხატვარს,რომელმაც სახელი,განსაკუთრებით,ქრისტიანული ტაძრების საკურთხევლების უზადო ხელოვნებით მოხატვით გაითქვა.