Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ბენვენუტო ჩელინი – “ეპიზოდი”

რენესასნსის ეპოქის გენიალური იტალიელი მოქანდაკე,მხატვარი,იუველირი და მუსიკოსი - ბენვენუტო ჩელინი (1500-1571 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,რამდენიმე მკვლელობის ჩამდენი ხელოვანი გახლდათ. 1531 წელს მან შური იძია და დანის გამოყენებით სიცოცხლეს გამოასალმა თავისი ძმის მკვლელი.

ჯონი დილინჯერი – “ეპიზოდი”

ჯონი დილინჯერი (1903-1934 წლები) – წარმოადგენდა იმ საყოველთაოდ ცნობილ ამერიკელ ბანკების მძარცველს,რომელსაც აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBR) – “საზოგადოების N1 მტრის” კლასიფიკაცია მიანიჭა.

“ოქრო სამშობლოსათვის”

1935 წლის 3 ოქტომბერს ბენიტო ამილკარე მუსოლინის დაქვემდებარებაში მყოფი იტალიური ჯარები ომის გამოუცხადებლად შეიჭრნენ ეთიოპიის ტერიტორიაზე.იტალიურმა ავიაციამ საჰაერო დაბომბვა განახორციელა ეთიოპიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ადუის,რასაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა.

ბოროროს ინდიელი ხალხი – “ეპიზოდი”

ბრაზილიის შტატ მატუ-გროსუსა და ბოლივიაში მაცხოვრებელი – ბოროროს ინდიელი ხალხი,რომლებიც საკუთარ თავს “ორარიმუგუდოგე”-ს უწოდებენ,ევროპელებთან კონტაქტში პირველად XVIII საუკუნეში შევიდნენ.მიუხედავად იმისა,რომ მას შემდეგ ისინი ქრისტიანებად მოექცნენ,თავიანთი ძველი ტრადიციული რწმენისათვის მაინც არ უღალატიათ.

ქროუს ინდიელი ხალხი – “ეპიზოდი”

მდინარე იელოუსტოუნის ხეობაში (აშშ) მაცხოვრებელ – ქროუს ინდიელ ხალხში,რომლებიც თავიანთ თავს – “აბსაროკათი” მოიხსენიებენ,ადრეულ ეტაპებზე ერთი მეტად საინტერესო ტრადიცია იყო დამკვიდრებული.

ფერენც (ფრანც) ლისტი – “ეპიზოდი”

XIX საუკუნის გენიალური უნგრელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი – ფერენც (ფრანც) ლისტი (1811-1886 წლები),რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგს ეწვია.მის ერთ-ერთ კონცერტს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I რომანოვიც დაესწრო.

ჰენრი VII – “ეპიზოდი”

პირველმა ტიუდორმა მეფემ ინგლისის სამეფოს ტახტზე ჰენრი VII-მ (1457-1509 წლები),ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა დაქორწინებულიყო ნეაპოლის ახალგაზრდა და ულამაზეს დედოფალზე.იმისათვის,რომ სადედოფლოს გასაოცარი სილამაზის შესახებ არსებული ხმები დადასტურებულიყო,მან ინგლისიდან ნეაპოლში სპეციალური ელჩებიც კი მიავლინა.

ეკატერინე II – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც რუსეთის იმპერატორს ეკატერინე II დიდს (1729-1796 წლები) თავისი უსაყვარლესი ძაღლი,სახელად – “ტომპსონი” მოუკვდა,გადაწყვიტა,რომ მისთვის ტყავი გაეძროთ და საყვარელი ცხოველის ტყავისაგან ფიტული დაემზადებინათ.

ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი – “ეპიზოდი”

ვიქტორიანული ერისა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი - ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (1812-1870 წლები),თევზაობის დიდი მოყვარული ლიტერატორი გახლდათ და ხშირადაც დადიოდა სათევზაოდ.ერთ დღეს,მდინარე ტემზის სანაპიროსთან მოთევზავე დიკენსთან ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი მივიდა და ტრადიციული შეკითხვა დაუსვა:

სოფი ლორენი – “ეპიზოდი”

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული,თეატრისა და კინოს იტალიელი ვარსკვლავი მსახიობი ქალი – სოფი ლორენი (ნამდვილი სახელი და გვარი – სოფია ვილანი შიკოლონე), 2000 წელს მეგობარ ქალთან ერთად ნიუ-იორკში ჩაფრინდა.როგორც ცნობილია,ლორენს გულის დაავადება აწუხებდა,რის გამოც მას გზაში ურთულესი არითმიული შეტევა განუვითარდა და კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში აღმოჩნდა.