Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ეპიზოდი”

გენიალურმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა და ვენის კლასიკური სკოლის ერთ-ერთმა უდიდესმა კორიფემ - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა (1756-1791 წლები),ერთ დღეს ქაღალდზე ჩამოწერა თავისი სახელფასო შემოსავლები,რის შემდეგაც იგი იმპერატორის სასახლის კომპოზიტორს გადაუგზავნა.

გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა – “ეპიზოდი”

რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლის მოყვარული,განსაკუთრებით პატივმოყვარე,ეჭვიანი,გარყვნილი,ეგოისტი და მფლანგველი ტირანი – გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა (12-41 წლები),ბავშვობიდანვე ეპილეფსიით იტანჯებოდა (აღნიშნულ დაავადებას იმ პერიოდის რომში – “წმინდა დაავადებას” უწოდებდნენ).

“საფოსტო ზარბაზანი”

ადამიანთა მოდგმამ,ფოსტით სარგებლობა უძველესი ეპოქებიდან დაიწყო.თუკი ადრეულ პერიოდებში იმის გამო,რომ დამწერლობა არ არსებობდა,ინფორმაციის გადაცემა შორ დისტანციებზე ხმით იყო შესაძლებელი,მოგვიანებით,დამწერლობის გავრცელებასთან ერთად,ეს პროცედურა სხვადასხვა ხალხებმა თავისებურად დახვეწეს,რასაც მოჰყვა კიდეც საფოსტო მომსახურების ჩამოყალიბება.

ჯორჯ V-ეს გასაოცარი საჩუქარი მეუღლეს…

გაერთიანებული სამეფოს მეფემ საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან ჯორჯ V-ემ (1865-1936 წლები), რომელიც დაქორწინებული გახლდათ დედოფალ მარია ტეკელზე,

“სასიყვარულო სამკუთხედი”

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სოციალისტური რევოლუციისა და პირველი სოციალისტური სახელმწიფოს (“წითელი იმპერიის”) დამაარსებლის – ვლადიმერ ლენინის მეუღლე – ნადეჟდა კრუპსკაია (1869-1939 წლები),ძალიან კარგად იყო ინფორმირებული იმის შესახებ,რომ მის ქმარს წარმომავლობით ფრანგი საყვარელი ქალი – ინესა არმანდი (ნამდვილი სახელი და გვარი – ელისაბედ პეშო დ’ერბენვილი) ჰყავდა.

ჯონ კიტსი – რობერტ ბერნსის შესახებ წერდა…

შოტლანდიაში მდებარე ეირშირის საგრაფოს სოფელ ალოუეში არსებულ იმ პატარა და ღარიბულ ისლის ქოხს,სადაც დაიბადა შოტლანდიის ეროვნულ პოეტად აღიარებული გენიალური შოტლანდიელი ლირიკოსი პოეტი – რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები), XVIII საუკუნეში ეწვია სამშობლოდან დევნილი და რეაქციონური კრიტიკის მიერ შეჩვენებული ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი პოეტი – ჯონ კიტსი (1795-1821 წლები).

ტომას მაინ რიდი – “ეპიზოდი”

ირლანდიური წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა მწერალმა და რომანისტმა - ტომას მაინ რიდმა (1818-1883 წლები),მონაწილეობა მიიღო ამერიკელთა მიერ მექსიკელთა წინააღმდეგ განხორციელებულ ომში. 1847 წლის შემოდგომაზე გამართული ერთ-ერთი ბრძოლის დროს,ამერიკულ სამხედრო მუნდირში გამოწყობილმა მაინ რიდმა უმძიმესი ჭრილობა მიიღო.

პერდიკას დიდსულოვანი უარი…

მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ლეგენდად ქცეული მხედართმთავრი – ალექსანდრე III მაკედონელი (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები),დიდი ძველბერძენი ისტორიკოსის,მწერლისა და დიოგენეს მოსწავლის – ონესიკრიტეს (ძვ.წ.აღ-ით 360-290 წლები) გადმოცემის თანახმად (იგი თან ახლდა მაკედონელს აზიაში ლაშქრობისას),გასაოცარი ლაშქრობის წინ ჯარის შესანახად 70 ტალანტზე მეტს არ ფლობდა.ის კი არა-და,თავად ალექსანდრეს 200 ტალანტი სხვისი ვალიც კი ჰქონია.

გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”

ესპანეთში გალაშქრების წინ,რომის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ მოღვაწეს,მხედართმთავარსა და დიქტატორს - გაიუს იულიუს კეისარს (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები),ლაშქრობისათვის,სახელმწიფო სახსრები ესაჭიროებოდა.აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი,სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად,დიდ წინააღმდეგობას უწევდა მისი დაუძინებელი მტერი,რომაელი სახალხო ტრიბუნი – ქუინტუს მეტელუს ცელერი,

ყველაზე ხანგრძლივი სიტყით გამოსვლა აშშ-ს სენატში…

ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით,ნებისმიერ სენატორს შეეძლო იმდენი ხნით გამოსულიყო სენატში სიტყვით,რამდენიც ენება.რეგლამენტი მას ამისაგან არ ზღუდავდა და სიტყვასაც ვერავინ შეაწყვეტინებდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ეს დემოკრატიული ფორმა მრავალჯერ იქნა რიგი სენატორების მიერ გამოყენებული იმისათვის,რომ ესა თუ ის კანონპროექტი დაებლოკათ,ან მისი მიღება გაეჯანჯლებინათ.