Tag Archives: სოკრატეს ფილოსოფიიდან…
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
„სიმამაცე, როცა მას საერთო არა აქვს რა გონიერებასთან, აშკარად სიშლეგეს უახლოვდება: და მართლაც, განა უგუნური შლეგი თავის თავსვე არ ვნებს, მაშინ როდესაც გონივრულ სიმამაცეს სარგებლობის მეტი არა მოაქვს რა ჩვენთვის?
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“ადამიანის მთელი სიცოცხლე,დაბადებიდან სიკვდილამდე,ბედნიერებისაკენ სწრაფვაა.ყველას სურს ბედნიერი იყოს, და არ არსებობს უფრო მძაფრი,უფრო უძღები სურვილი; ყველანი ვირჩევთ მხოლოდ იმ გზას,რომელიც,ჩვენის აზრით,ბედნიერებისაკენ მიგვიძღვის და ხალისით აღვსილთ საგზლად მიგვაქვს ერთადერთი საზრდო – იმედი.
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“უსამართლობა უსამართლოსათვის უკურნებელი სენივით სასიკვდილოა, და თავისი ბუნებით სწორედ ეს მომაკვდინებელი ბოროტება კლავს ყველას,ვინც უსამართლოა, – ვის ხელად,ვის კი ნელ-ნელა”.
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“თქვენ,ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქენო,ერთმანეთის ძმები ხართ,მაგრამ ღმერთმა,რომელმაც გამოგძერწათ,ზოგიერთ თქვენგანს ვისაც მმართველობის უნარი შესწევს,ოქრო შეურია დაბადებისას,ამიტომაც მათი ფასი არავინაა ამ ქვეყნად; მცველებს – ვერცხლი,ხოლო მიწის მუშებსა და ხელოსნებს – სპილენძი და რკინა.
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“მართლაცდა,ხომ საშინელება იქნებოდა,ღმერთები ჩვენს ძღვენსა და შესაწირავს რომ აქცევდეს ყურადრებას და არა სულს, – ღვთისმოსავი და სამართლიანია თუ არა იგი? ჩემის აზრით,ისინი გაცილებით მეტ ანგარიშს უწევენ ამას,ვიდრე იმ დიდებულ ძღვენსა თუ მსხვერპლს,
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“გონიერებასა და სიქველეში გამოუცდელი კაცი,მთელ თავის დღეს და მოსწრებას ლხინსა და ღრეობაში ატარებს,რის გამოც იგი თანდათან დაბლა ეშვება,რათა შემდეგ კვლავ შუა ნიშნულამდე ამაღლდეს, და ასე წლიალებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“ნეტარო კაცო,რას ემყარება საყოველთაოდ აღიარებული განსხვავება მშვენიერსა და მახინჯს,კეთილსა და უკეთურს შორის,თუ არა ამას: როცა საკუთარი ბუნების მხეცურ საწყისს ადამიანურ,ან,უფრო სწორად,ღვთაებრივ საწყისს ვუქვემდებარებთ,ეს მშვენიერია,მაგრამ როცა თვინიერ საწყისს ველური საწყისი თრგუნავს,ეს სამარცხვინოა და მახინჯი.
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
” – ვიდრე სახელმწიფოში არ გამეფდებიან ფილოსოფოსები,ანდა ისინი,ვისაც დღეს მეფეებსა და მბრძანებლებს უწოდებენ,ნამდვილ და კეთილშობილ ფილოსოფოსებად არ იქცევიან,
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“ღირსეული ადამიანები უარს აცხადებენ მმართველობაზე.მათ არც თქვენი ფული უნდათ და არც პატივი: მათ არ სურთ დაქირავებულად იწოდებოდნენ,აშკარად რომ იღებენ გასამრჯელოს, – და არც ქურდებად,მალულად რომ ითბობენ ხელს თავიანთი თანამდებობის წყალობით
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“სოკრატე უკეთ მსჯელობდა სიქველეზე,ვიდრე პითაგორა,მაგრამ ისიც არ იყო მთლად სწორი,რამდენადაც სიქველეს აქცევდა ცოდნად.ეს სწორედ რომ შეუძლებელია,ვინაიდან ყოველგვარი ცოდნა დაკავშირებულია რაღაც საფუძველთან,საფუძველი კი არსებობს მხოლოდ აზროვნებაში,ის მაშასადამე,ათავსებს ყველა სიქველეს სულის მოაზროვნე ნაწილში.