Tag Archives: ფილოსოფია

ქეიქაუს იბნ ყაბუსის მეტად საყურადღებო რჩევა-დარიგება

„ნუ მოისურვებთ ისეთი საიდუმლოს ცოდნას, რომელსაც თქვენთან არავითარი კავშირი არა აქვს. საიდუმლოს ნურავის გაანდობთ, და თუ მაინც იტყვით, მას საიდუმლოდ ნუღარ მიიჩნევთ. ხალხის თანდასწრებით ჩურჩულს ნურავის დაუწყებთ. კარგი სიტყვებიც რომ უჩურჩულოთ, მაინც ავი განზრახვა ეგონებათ, რადგან ადამიანს ხშირად ეპარება ეჭვი სხვის პატიოსნებაში.

Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან – „ასეთი არ უნდა იყო – „ადამიანი!”…

„ჩემო მეგობრებო: თუ თქვენ ჭეშმარიტად კაცთმოყვარე ბრძანდებით,მაშ უსურვეთ ყველა ჭკვიან ადამიანს ჩემისთანა გემოვნება,თუნდ სიბილწეც ერიოს მასში,თორემ სხვამხრივ ხომ ჭკვიან კაცს საქმე აღარაფერი ექნებოდათ ამქვეყნად და მარტო სულელებს დარჩებოდათ ეს ქვეყანა.აი,ვინ ჩაცვივდებოდნენ ბედში! ახლაც ხომ არის ანდაზა: „ბედი სულელებსა სწყალობსო, და იცით,

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – „ქალი”

„თანამედროვე ცივილიზაციამ ქალის გონება რამდენადმე განავითარა,მაგრამ სამაგიეროდ მისი ტანჯვა და წამება გაზარდა.გუშინ ქალი ბედნიერი მსახური იყო,დღეს კი უბედურ ქალბატონად იქცა.

ქეიქაუს იბნ ყაბუსი – „სიტყვა ოთხი სახისაა”

„იცოდეთ,რომ სიტყვა ოთხი სახისაა: პირველი,რომელიც არ უნდა იცოდე და არც უნდა თქვა; მეორე,რომელიც უნდა იცოდე და კიდეც უნდა თქვა; მესამე,რომელიც უნდა თქვა და არ უნდა იცოდე; მეოთხე,რომელიც უნდა იცოდე და არ უნდა თქვა.

ამონარიდები ნაგარჯუნას შეგონებების კრებულიდან – „პრაგნია დანდა”

1. „შხამიან გველსა და ბოროტ კაცს თუ შევადარებთ,კაცი ბოროტი გველზე მეტად შესაზარია”.

ომარ ხაიამი – „მცირე რამ მშვენიერი სახის შესახებ”

„მშვენიერ სახეს სწავლულები დიდ ბედნიერებად თვლიან და მისი დანახვა კეთილისმომასწავებელ ნიშნად მიაჩნიათ.ამბობენ,რომ ლამაზი გარეგნობის მადლი ადამიანზე ისეთსავე გავლენას ახდეს,როგორც ცაზე მნათობთა კეთილსასურველი განლაგება,

მოჰსენ მივეჩიანი – „არარაობა”

„ადამიანების სიკეთისათვის ვზრუნავდი.მათი სამსახურისათვის თავს არ ვზოგავდი.მეგონა,ჩემს ამაგს დაინახავდნენ… მაგრამ დღეს,როდესაც ავადმყოფობის სარეცელზე მიჯაჭვული ჩემს თვალთაგან გადმონადენ ცრემლებივით უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ დღეებს ვითვლი,მეშინია…

ჰანს კრისტიან ანდერსენი ამბობდა…

„რამდენი ადამიანია ქვეყანაზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა უგულო და უნამუსო, ცივი, ლიპი ჩრდილი. აბა ერთი ნახეთ, როგორი იღბალი აქვთ! მათმა მოქნილმა გრძელ-გრძელმა ხელებმა იციან, როგორ ჩაებღაუჭონ ოქროს, პატივს, ორდენებს, მათი გველის ენა ადვილად პოულობს გზას დიდებულ პირთა და მაღალი წრის მზეთუნახავთა გულებისაკენ…

Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„ახლაც ისე ხდება,როგორც სხვა დროს მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში,ხდება ისევე,როგორც საერთოდ,კაცობრიობის ისტორიაში ხდება ხოლმე:

ლაო–ძი ამბობდა…

“კეთილშობილი რაინდი მშვიდობიანობისას ეტლზეა აღმჯდარი და სახელმწიფო საქმეებით არის დატვირთული.შფოთის დროს კი ფეხით დაიარება ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში.მე მსმენია,რომ ჭკვიანი ვაჭარი მალავს თავის სიმდიდრეს და ისე უჭირავს თავი,თითქოს არაფერი ებადოს.