Tag Archives: ფლორა და ფაუნა

აფრიკული ჰიდნორა

აფრიკული ჰიდნორა – წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ფორმის მქონე პარაზიტ-მცენარეს ჩვენს პლანეტაზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სიტყვა – “ჰიდნორა”,ბერძნული ენიდან თარგმანით – “სოკოს” აღნიშნავს და აღნიშნული სახელი მას,რიგი სახეობების სოკოებთან მსგავსების გამო უწოდეს.

სამეფო დელონიქსი

სამეფო დელონიქსი – წარმოადგენს პარკოსნების ორლებნიან მცენარეთა ოჯახის ულამაზეს ყვავილოვან ხეს,ცეზალპინიასებრთა ქვერიგისა.ბუნებრივ პირობებში,მათი გავრცელების უმთავრესი არეალი გახლავთ ინდოეთის ოკეანეში მდებარე,მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული – მადაგასკარი.

შავ-მწვანე მაიმუნი

შავ-მწვანე მაიმუნი – წარმოადგენს პრიმატების სახეობას ანთისებრთა ოჯახისა და ერთადერთ წარმომადგენელს Allenopithecus-ის გვარისა.მათი გავრცელების უმთვრესი არეალებია ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული – კონგოს რესპუბლიკა (მდინარე კონგოს აუზთან) და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთი ნაწილი.

ჩინური ხვლიკი

ჩინური ხვლიკი – წარმოადგენს პანგოლინების ძუძუმწოვრების რიგის ცხოველსა და სამი სახეობიდან ერთ-ერთი ხვლიკის სახეობას.მათი გავრცელების უმთავრეს არეალს წარმოადგენს ჩინეთი,ბირმა,ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ასამის შტატი,ნეპალის ჩრდილოეთი და ჰიმალაის მთების აღმოსავლეთ ნაწილები.

პროტოსფირენა

პროტოსფირენა – წარმოადგენს ქორდიანების ტიპის,ერთ-ერთი გადაშენებული სხივფარფლიანი და ძვლოვანი კლასის თევზების ჯგუფს პროტოსფირენასებრთა ოჯახისა.რიგი სპეციალისტებისა,იშვიათად,აღნიშნული სახეობის თევზს,პაჰიკორმიდამების ოჯახის რიგს განაკუთვნებენ.თუმცა უნდა ავღნიშნოთ ისიც,რომ ისინი ძალიან ჩამოჰგავს თანამედროვე იალქნოსან თევზებსა და შიმშერებს.

ტყის სინონიმები და სახეობები…

1. “წვიმის ტყეები” – დამახასიათებელია უხვი რაოდენობით ატმოსფერული ნალექები და დიდი სინოტივე;

ტიბეტური მელა

ტიბეტური მელა – წარმოადგენს ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველს მელას გვარისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი ყველაზე მცირე ფორმების მქონე მელაა,სხვა სახეობის თანამოძმე მელიებს შორის.

აკი

აკი – (მოიხსენიებენ ასევე,როგორც – “გემრიელი ბლიგია”) წარმოადგენს საპინდუსისებრთა ორლებნიან ოჯახის ეგზოტიკურ მცენარეს.მისი სამშობლო დასავლეთ აფრიკის რიგი რეგიონებია.მოგვიანებით – აკი,შეტანილ და კულტივირებულ იქნა იამაიკაში,ცენტრალურ ამერიკაში,ანტილიისა და ბერმუდის კუნძულზებზე.

ამერიკული სამეფო კოდალა

ამერიკული სამეფო კოდალა – წარმოადგენს გადაშენებული ფრინველის სახეობას კოდალასებრნთა ოჯახისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამერიკული სამეფო კოდალა ყველაზე დიდი სახეობის ფრინველი გახლდათ კოდალასებრნთა სახეობებისა.მათი გავრცელების ძირითადი არეალი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი იყო.

დარვინის მელა

დარვინის მელა – წარმოადგენს გადაშენების საფრთხის წინაშე არსებულ,ძაღლისებრნთა ოჯახის მტაცებელ,ძუძუმწოვარა ცხოველს.აღნიშნული სახეობის მელა დედამიწაზე,ჯერ კიდევ გვიანი პლეისტორცენის ეპოქიდან ბინადრობს (დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქა,რომელიც დაიწყო 2,588 მილიონი წლის წინათ და დასრულდა 11,7 ათასი წლის უკან).