Tag Archives: შედევრები

ტიციანო ვეჩელი – “დანაოსი”

“დანაოსი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრისა და აღორძინების ეპოქის ვენეციური სკოლის უდიდესი წარმომადგენლის - ტიციანო ვეჩელის (1488-1576 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე შესრულებულ შედევრ-სურათს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – და კადორეს (როგორც მას სიცოცხლეში მოიხსენიებდნენ),სახვითი ხელოვნების სპეციალისტები და ექსპერტები დღემდე ისეთი “კორიფეების” გვერდით აყენებენ,როგორებიცაა – ლეონარდო და ვინჩი,მიქელანჯელო ბუონაროტი და რაფაელ სანტი.

მიქელანჯელო ბუონაროტი – “ბახუსი”

“ბახუსი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მოქანდაკის,მხატვრის,არქიტექტორისა და აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის – მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564 წლები) მიერ მარმარილოსაგან შექმნილ შედევრ-ქანდაკებას.

ბოკაჩო ბოკაჩინო – “ახალგაზრდა ბოშა ქალის პორტრეტი”

“ახალგაზრდა ბოშა ქალის პორტრეტი” – წარმოადგენს აღორძინების ეპოქის გენიალური იტალიელი მხატვრისა და იტალიურ ქალაქ კრემონაში მდებარე საკათედრო ტაძრის უნიკალური ფრესკების შემოქმედის – ბოკაჩო ბოკაჩინოს (1468-1525 წლები) მიერ,დაფაზე ტემპერათი (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) შესრულებულ შედევრ სურათს.

პიერ ოგიუსტ რენუარი – “ქოლგები”

“ქოლგები” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრისა და მოქანდაკის – პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები),მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ დიდებულ სურათს.სურათის სიმაღლე 180,ხოლო სიგანე 115 სანტიმეტრია.სპეციალისტთა ვარაუდით,აღნიშნულ სურათზე მუშაობა,რენუარმა 1880-81 წლებში დაიწყო და 1885-86 წლებში დაასრულა.

ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟი – “ჟანა დ’არკი”

“ჟანა დ’არკი” – წარმოადგენს დიდი ფრანგი ფერმწერის – ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟის (1848-1884 წლები) მიერ,1878 წელს ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ შედევრ-სურათს.

ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ლოდები და მუხა”

“ლოდები და მუხა” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-პოსტიმპრესიონისტის – ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) მიერ,1888 წელს ზეთის საღებავებით შესრულებულ დიდებულ ტილოს.სურათის სიმაღლე 54,9 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 65,7 სანტიმეტრი.

უილიამ ჰოლმან ჰანტი – “სიკვდილის აჩრდილი”

“სიკვდილის აჩრდილი” – წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მხატვრის - უილიამ ჰოლმან ჰანტის (1827-1910 წლები),მიერ 1870-1873 წლებში ზეთის საღებავით შესრულებულ გენიალურ სურათს.

ფრანსუა-ოგიუსტ რენე როდენი – “მოაზროვნე”

“მოაზროვნე” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მოქანდაკისა და თანამედროვე ქანდაკების ფუძემდებლის – ფრანსუა-ოგიუსტ რენე როდენის (1840-1917 წლები) მიერ 1880-1882 წლებში შექმნილ შესანიშნავ ბრინჯაოს ქანდაკებას.

რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “პეტრეს უარყოფა”

“პეტრეს უარყოფა” – გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები) მიერ 1660 წელს ზეთის საღებავით ტილოზე შესრულებული დიდებული შედევრია.

ტიციანო ვეჩელი – “ეკლის გვირგვინის დადგმა”

“ეკლის გვირგვინის დადგმა” - წარმოადგენს უნიკალურ ნამუშევარს გენიალური იტალიელი მხატვრის,აღორძინების ეპოქისა - ტიციანო ვეჩელისი (1488-1576 წლები).