Tag Archives: ხელოვნების ნიმუშები

პაბლო რუის ი პიკასო – “ავინიონელი ქალწულები”

“ავინიონელი ქალწულები” - გენიალური ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის,ჟორჟ ბრაკთან ერთად “კუბიზმის” დამფუძნებლის - პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),მიერ 1907 წელს შესრულებული ტილოა,საიდანაც სათავეს იღებს ავანგარდული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მიმდინარეობა: “კუბიზმი”.

ჟოან მირო ი ფერა – “1968 წლის მაისი”

“1968 წლის მაისი” - გახლავთ დიდი ესპანელი (კატალონია) მხატვრის,მოქანდაკისა და გრაფიკოსის - ჟოან მირო ი ფერას (1893-1983 წლები) მიერ შექმნილი აბსტრაქტული ტილო 1968-1973 წლების პერიოდში და გამოსახავს 1968 წლის მაისის მოვლენებს,რომელიც განვითარდა საფრანგეთში.

თეოდორ ჟერიკო – “მედუზას ტივი”

“მედუზას ტივი” - დიდი ფრანგი მხატვრის თეოდორ ჟერიკოს (1791-1824 წლები) მიერ შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა რომანტიზმის ეპოქისა.სურათის სიუჟეტი რეალობიდან აიღო მხატვარმა.

იან ალოიზი მატეიკო – “მეფე პრჟემისლ II-ის დაღუპვა”

“მეფე პრჟემისლ II-ის დაღუპვა” - წარმოადგენს ტილოს დიდი პოლონელი მხატვრის,დიდოსტატის ბატალიური და ისტორიული ტილოების შექმნისა – იან ალოიზი მატეიკოსი (1838-1893 წლები).

ჰუგო სიმბერგა – “დაჭრილი ანგელოზი”

“დაჭრილი ანგელოზი” - გახლავთ დიდებული ტილო ერთ-ერთი საუკეთესო ფინელი მხატვრის,გრაფიკოსისა და უდიდესი წარმომადგენლის ფინური “სიმბოლიზმისა” - ჰუგო სიმბერგასი (1873-1917 წლები).

ადოლფ უილიამ ბუგერო – “ნიმფები და სატირი”

“ნიმფები და სატირი” – ინგლისურ ენაზე “Nymphs and Satyr”,წარმოადგენს გენიალურ სურათს,დახატულს 1873 წელს,ასევე გენიალური ფრანგი მხატვრის – ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ.

ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ეკლესია ოვერში”

“ეკლესია ოვერში” - გახლავთ უდიდესი ნიდერლანდელი ფერმწერისა და მხატვარ-პოსტიმპრესიონისტის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები),მიერ შესრულებული დიდებული ტილო.

იან ვერმეერი – “ახალგაზრდა ქალი წყლის დოქით”

“ახალგაზრდა ქალი წყლის დოქით” - წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,”საყოფაცხოვრებო”და “პორტრეტული” ჟანრის ოსტატის - იან ვერმეერის (1632-1675 წლები),მიერ შექმნილ შესანიშნავ სურათს,დახატულს ზეთით ტილოზე 1660-1662 წლებში.

უილიამ ბუგერო – “მწყემსი ქალი”

“მწყემსი ქალი” - განეკუთვნება უდიდესი ფრანგი მხატვრისა და “აკადემიზმის” თვალსაჩინო წარმომადგენლის - უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები),მიერ შექმნილ გენიალურ ტილოთა რიცხვს,რომელიც მხატვარმა 1889 წელს დახატა.

ტიციანო ვეჩელი – “ქალი სარკის წინ”

“ქალი სარკის წინ” - გახლავთ,გენიალური მხატვრისა და იტალიური რენესანსის,ვენეციური სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის -ტიციანო ვეჩელის (1476-1576 წლები),იგივე - ტიციანის,მიერ 1515 წელს შექმნილი “შედევრი”.