Monthly Archives: ოქტომბერი 2013
შანგო
შანგო - დასავლეთ აფრიკელი ხალხის – იორუბას მითოლოგიით,ყველაზე პოპულარული ორიშა (სული),ზეციური მამა და ჭექა-ქუხილის სულია.იგი იმ იემანჟის შვილი გახლდათ,რომელიც თავის მხრივ ოიასა და ოშუნის ქმარი იყო.
ხოსე რისალი
ხოსე პროტასიო რისალ-მერკადო ი ალონსო რეალონდა - დაიბადა 1861 წლის 19 ივნისს,ქალაქ კალამბეში (ფილიპინები).იგი გახლდათ გამოჩენილი ფილიპინელი მწერალი,პოეტი,სწავლული და მხატვარი.
“ევროპა” – (იუპიტერის თანამგზავრი)
“ევროპა” - ერთ ერთი ყველაზე საინტერესო თანამგზავრია,მზის სისტემის უდიდესი ციური სხეულის – იუპიტერისა.მას ასევე მოიხსენიებენ როგორც – “ევროპა დიდი ოკეანეებით”.
უილიამ ადოლფ ბუგერო – “ამური პეპლით”
“ამური პეპლით” - (ტილოს ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “კუპიდონი და პეპელა”),გენიალური ფრანგი მხატვრის - უილიამ ადოლფ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ 1888 წელს ტილოზე ზეთის საღებავით დახატული დიდებული სურათია.
საფრანგეთის საზღვაო-სამხედრო ფლოტის ერთი ისტორია
XVII საუკუნეში,ფრანგული სამხედრო ფლოტი ერთ-ერთი დომინანტი გახლდათ ევროპის ზღვებში.ევროპის ზღვებზე გაბატონება ფრანგებმა,მას შემდეგ,კიდევ უფრო განიმტკიცეს,რაც XVII საუკუნის მიწურულს ინგლისელთა და ნიდერლანდელთა ფლოტი დაამარცხეს “ბიჩ-ჰედთან ბრძოლაში”.
დანტე ალიგიერი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთმა უდიდესმა იტალიელმა პოეტმა და სახელმწიფო მოხელემ - დანტე ალიგიერმა (1265-1321 წლები), რომელიც ცნობილია ჩვენთვის, როგორც ავტორი გახმაურებული პოემისა – „ღვთაებრივი კომედია” (დაიწერა 1306-1321 წლებში), თავის დიდებულ ქმნილებას თავდაპირველად სახელწოდებად მხოლოდ – „კომედია” უწოდა
ჰანს კრისტიან ანდერსენი – “ეპიზოდი”
დიდი დანიელი მწერალი,პოეტი და ავტორი ცნობილი საბავშვო ზღაპრებისა - ჰანს კრისტიან ანდერსენი (1805-1875 წლები),ძალიან ბრაზდებოდა,როდესაც მას საბავშვო ჟანრის მწერლად მოიხსენიებდნენ.
ფრედერიკ ბეგბედერი – “ეპიზოდი”
თანამედროვე ფრანგი პროზაიკოსი,პუბლიცისტი და რედაქტორი,ავტორი გახმაურებული რომანისა “99 ფრანკი” - ფრედერიკ ბეგბედერი,აღნიშნული რომანის გამოქვეყნებიდან,რამდენიმე დღეში სამსახურიდან იქნა განთავისუფლებული
ფრენსის ელიზა ჰოდსონ ბიორნეტი
ფრენსის ელიზა ჰოდსონ ბიორნეტი - დაიბადა 1849 წლის 24 ნოემბერს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში.იგი გახლდათ ინგლისური წარმომავლობის მქონე,გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და დრამატურგი ქალი.
ედგარ რაის ბეროუზი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და ავტორი ყველასათვის საყვარელი ნაწარმოებისა „ტარზანი” - ედგარ რაის ბეროუზი (1875-1950 წლები), XX საუკუნის ლიტერატურაში უდიდესი გავლენის მომხდენი მწერალი გახლდათ. განსაკუთრებით მის სახელთან ასოცირდება სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის განვითარება.