Monthly Archives: ოქტომბერი 2013

ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო

ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო - დაიბადა 1807 წლის 27 თებერვალს პორტლენდში,იორკშირელთა ოჯახში,რომლებიც ამერიკაში XVII საუკუნეში გადასახლდნენ.იგი გახლდათ გამოჩენილი ამერიკელი პოეტი,პედაგოგი და ავტორი ისეთი ცნობილი ნამუშევრებისა,როგორებიც არის  - “ჰაიავათას სიმღერა”,”ევანჯელინა” და “რევერეს მგზავრობა”.

“ცაციების” შესახებ…

“ცაციების” ოფიციალურ საერთაშორისო დღედ მიჩნეულია 13 აგვისტო,რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება.პირველად აღნიშნული მოვლენა სათავეს 1976 წლიდან იღებს – Leftanders International-ის ინიციატივით.სხვა ვერსიის მიხედვით კი,ეს დღე პირველად 1992 წლის 13 აგვისტოს აღინიშნა.მიზანი ამ დღის დაარსებისა,ცაციების პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობა გახლდათ.

პეტერ ჰუხელი

პეტერ ჰუხელი (ნამდვილი სახელი - ჰელმუტ ჰუხელი) - დაიბადა 1903 წლის 3 აპრილს ლიხტერფერდეში,ბერლინთან ახლოს.იგი გახლდათ გამოჩენილი გერმანელი პოეტი.1923-1926 წლებში ფილოსოფიას სწავლობდა ბერლინში,ფრაიბურგსა და ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.პირველ ლექსებს აქვეყნებს 1924 წელს,რის შემდეგადაც 1927-1930 წლებში იმოგზაურა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

“მატარებლის პირველი მსხვერპლი”

პირველი შემთხევა,როდესაც მატარებელმა ადამიანი იმსხვერპლა დაფიქსირდა 1830 წლის 15 სექტემბერს,მაშინ,როდესაც იხსნებოდა სარკინიზო ხაზი ლივერპულსა და მანჩესტერს შორის.

“კონდიციონერის” გამოგონების ისტორიიდან…

1735 წელს ინგლისის პარლამენტში,ისტორიაში პირველად დამონტაჟებული იქნა მექანიკური მოწყობილობა,რომელიც მოძრაობაში ორთქლის ძრავას მოჰყავდა.ამ მოწყობილობას იმთავითვე - ”ვენტილატორი” უწოდეს. 1810 წელს ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამეცნიერო გათვლებისათვის დაამონტაჟეს სავინტილაციო სისტემა.

ჰეროდოტე – (პირველი სამეცნიერო მოგზაურობის ფუძემდებელი)

ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოს-მეცნიერი და “ისტორიის მამად” წოდებული - ჰეროდოტე (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები),მიჩნეულია  - “სამეცნიერო მოგზაურობების” ფუძემდებლად.

“მზის სისტემის ორი უდიდესი თანამგზავრი”

1. ჰანიმედი - გახლავთ მეშვიდე თანამგზავრი პლანეტა იუპიტერისა.იგი არის ერთ-ერთი უდიდესი გალილეური თანამგზავრთაგანი,რომელიც მზის სისტემაში სიდიდით პირველ ადგილზეა სხვა თანამგზავრებთან შედარებით.რაც ყველაზე საინტერესოა,გახლავთ ის,რომ სიდიდით ჰანიმედი პლანეტა მერკურისაც კი აღემატება.

კეა – (მტაცებელი თუთიყუში)

კეა - გახლავთ ქორდიანისებრთა ტიპის ფრინველი თუთიყიშისებრთა ოჯახისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი თუთიყუშისებრთა ოჯახის ერთადერთი სახეობაა,რომელიც მტაცებელთა რიგს განეკუთვნება.

მუსტანგის სამეფო

ტიბეტური ლადაკხას ქრონიკებში,რომელიც დაკავშირებულია VII საუკუნესთან,პირველად არის მოხსენიებული ტერიტორია – ლო.იგი მდებარეობდა ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე,ჰიმალაის უდიდეს მთათა სისტემაში.

ოქტავიო პაზი

ოქტავიო პაზი - დაიბადა 1914 წლის 31 მარტს მეხიკოში,ცნობილი ადვოკატის,ჟურნალისტისა და პოლიტიკური მოღვაწის ოჯახში.იგი გახლდათ დიდი მექსიკელი პოეტი,ესეისტი და კულტუროლოგი.