Monthly Archives: იანვარი 2014

უილიამ შექსპირის ტრაგედიიდან – “კორიოლანოსი”

“კარგო მოქალაქენო! კარგს აღარა გვიკლია რა! კარგები პატრიციები არიან,ჩვენ-კი ღარიბ-ღატაკები.მარტო ის გვეყოფოდა საზრდოდ,რაც მათთვის მეტია და ამ მეტ ლუკმას რომ მოგვაწოდებდნენ,სანამ სული არ ამოგვხდომია,კიდევ ვიტყოდით,ჰო,კაცურად გვეპყრობიანო.მაგრამ ამაზედაც-კი პურიძვირობენ.

ერნესტ მილერ ჰემინგუეი – მის შესახებ გამოქვეყნებული “ნეკროლოგის” შესახებ წერდა…

დიდი ამერიკელი მწერალი,რომანისტი და ჟურნალისტი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები),ბევრჯერ შეხვედრია სიკვდილს პირისპირ,სხვადასხვა გარემოებებსა და სხვადასხვა პირობებში,ხან ბრძოლებში,ხან ნადირობის დროს.ერთხელ გამოიტირეს კიდეც აფრიკაში თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ,როცა ყველას მკვდარი ეგონა და გაზეთებში სამგლოვიარო განნცხადებებიც კი დაბეჭდეს.

მარკ ტვენი – “ცოცხალია თუ მკვდარი”

გენიალურ ამერიკელ მწერალს,სატირიკოსსა და იუმორისტს – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზს,იგივე მარკ ტვენს,ერთ-ერთ თავის დიდებულ მოთხრობაში – “ცოცხალია თუ მკვდარი”, – ასეთი ამბავი აქვს აღწერილი: ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები შიმშილით კვდებიან და ლუკმა პური სანატრელი გახდომიათ.

პალილა

პალილა – წარმოადგენს მთიულასებრნთა ოჯახის,მონოტიპური კლასის ულამაზეს ფრინველს,რომელიც სპეციალისტთა მონაცემების თანახმად გაქრობის ზღვარზეა მისული.მათი გავრცელების უმთავრესი და ერთადერთი ადგილი დღესდღეობით,ჰავაის კუნძულებზე მდებარე მაუნა-კეას ვულკანის მიდამოები და მისი კლდოვანი ნაწილებია.

ანტონ ჩეხოვი – “შურისმგებელი”

ფეოდორ ფეოდოროვიჩ სიგაევმა ცოლს ღალატზე წაასწრო და შმუკსისა და კ.-ის იარაღის მაღაზიაში გაქანდა რევოლვერის ასარჩევად,დარდითა და ბრაზით აღსავსეს მტკიცედ გადაეწყვიტა შურისგება.

ვახტანგ ჭელიძე – “წიგნების” შესახებ წერდა…

“ბოთლში გამომწყვდეული ჯინისა არ იყოს,წიგნს მაგიური ძალა აქვს.შედიხარ ბინაში,ათვალიერებთ თაროებზე დალაგებულ,ლამაზად აკინძულ ნივთებს,შესცქერით, და თითქოს არაფერი – ამ ნივთებში წყვდიადს დაუსადგურებია.მაგრამ ეს წათვლემილი ნივთები უდიდეს საოცრებებს მალავენ – უდიდეს სიბრძნეს,უდიდეს მღელვარებას,ცხოვრების ათასგვარ საიდუმლოებას,ათასნაირ თავგადასავალს,ათასნაირ ტკივილსა თუ ბედნიერებას… მაგრამ ყოველთვის დიდ სიხარულს. 

ვაჟა ხორნაული – “დიდხანს შერჩები სამზეოს”

მშვენიერი და უბრალო,

ამბები ხდება შენშია - 

“ქართველის დამაფიქრებელი დიალოგი”

“უცხო ველში იჯდა ერთი ვიღაცა – არ ვიცი კაცი,არ ვიცი ქალი.ვიცი მხოლოდ ის,რომ მას ჰქონდა უფლება და ძალა ჩვენება ჩამოერთვა ყველა სულდგმულისათვის… და აი,იმის წინაშე წარსდგნენ სხვადასხვა ერები და ქართველიც წარსდგა მის წინაშე.

ქუოკა – (მოკლეკუდიანი კენგურუ)

ქუოკა (მოკლეკუდიანი კენგურუ) – წარმოადგენს Setonix-ის სახეობის ერთადერთ წარმომადგენელ ძუძუმწოვარ ცხოველს კენგურუსებრნთა ოჯახისა.იგი ერთი შეხედვით ძალიან ჩამოჰგავს კენგურუსა და ვალაბს,თუმცა მათგან განსხვავებით ძალიან მცირე მოცულობის მქონე სხეულის ფორმებით გამოირჩევა.

ხორხე მარიო ვარგას ლიოსას მოწოდება…

“ყველა ეპოქას თავის ფანტომები ჰყავდა,ჩვენ დროებას კი ფანატიზმი ახასიათებს.ტერორისტები იმ რწმენით ხელმძღვანელობენ,თითქოს უდანაშაულო ადამიანების მოკვლით სამოთხეში მოხვდებიან,უცოდველთა სისხლი წარხოცავს საყოველთაო შეურაცხყოფას,აღადგენს სამართლიანობას და ურწმუნოებს ჭეშმარიტ რჯულზე მოაქცევს.