Monthly Archives: სექტემბერი 2014
ლევ ტოლსტოის მიერ გახსნილი “უცნაური შიდაგანაწესის” მქონე სკოლა…
გამოჩენილმა რუსმა მწერალმა და ავტორმა ისეთი გახმაურებული რომანისა,როგორიცაა – “ომი და მშვიდობა” – ლევ ტოლსტოიმ (1828-1910 წლები),მშობლიურ სოფელ იასნაია-პოლიანაში ადგილობრივი გლეხებისა და ზოგადად ღარიბი ოჯახის შვილებისათვის 1859 წელს გახსნა თავისივე სახელობის მეტად უცნაური შიდაგანაწესის მქონე სკოლა.
ბორის ვიანი – “მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო”
“მოვალ თქვენს საფლავებზე რომ მივაფურთხო” – წარმოადგენს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული სკანდალურად ცნობილი ფრანგი მწერლის,პროზაიკოსისა და პოეტის – ბორის ვიანის (1920-1959 წლები) მიერ დაწერილ ამაზრზენი სახელწოდების მქონე ნოველას,რომელმაც გამოქვეყნებისთანავე დიდი ფურორი და სკანდალები გამოიწვია.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„გახსოვდეთ, რომ ხმლით შეიარაღებული მეფეების გრძელი მწკრივი კრომველის ნაჯახმა გადასჭრა. ძრწოდეთ! ულმობელი ჟამი ნაცვალგებისა ახლოვდება. წაჭრილი ბრჭყალები კვლავ იზრდება. ამოგლეჯილი ენები ცეცხლის ენებად იქცევიან. ისინი, ქარტეხილისგან ატაცებულნი, მაღლა და მაღლა ბრიალებენ და უსასრულობაში ღაღადებენ. მშივრების კბილთა ღრჭენა ისმის.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: იმისათვის,რომ მექსიკაში იოანე-პავლე II-სათვის ბრინჯაოს ქანდაკება აეგოთ,ადგილობრივმა მოსახლეობამ შეაგროვა 5 000 000 ცალი ის ნივთი,რომელიც ძეგლის ასაგებად იყო საჭირო.დაასახელეთ იმ ნივთის სახელწოდება,რომელიც შეაგროვა მექსიკელებმა ძეგლის ასაგებად? (ცნობისათვის,ეს ნივთი არაერთ ეროვნულ გერბზეა გამოსახული).
მესტრიუს პლუტარქე წერდა…
“ვინც ჭეშმარიტ ბედნიერებას ესწრაფვის, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მშობლიური ადგილის უსახელობასა და სიმცირეს და ასევე – არც გამჩენი დედის,
ალბრეხტ დიურერი – “მადონა ყრმასთან და წმინდა ანასთან”
“მადონა ყრმასთან და წმინდა ანასთან” – წარმოადგენს გენიალური გერმანელი მხატვრის,გრაფიკოსისა და ქსილოგრაფიის (ტექსტის ან სურათის ტვიფრა ხეზე შემდგომი გამრავლებისთვის) უდიდესი ევროპელი ოსტატის – ალბრეხტ დიურერის (1471-1528 წლები) მიერ ხეზე გადაჭიმულ ტილოზე ტემპერათი (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) დახატულ შედევრ-სურათს.
სპარტელების გასაოცარი წესები…
ძველი სპარტული რეტრა,როგორც იმ პერიოდების დროინდელი ისტორიკოსები გადმოგვცემენ,სპარტელებს უკრძალავდა ერთსა და იმავე მტერზე ხშირად ლაშქრობას.ამის უმთავრესი მიზეზი კი მეტად საინტერესო გარემოება გახლდათ.კერძოდ,ის რომ,სპარტელების აზრით ასეთ შემთხვევაში მტერი თავდაცვას ეჩვეოდა და ხვეწდა,
რჩეული სტრიქონები მერაბ კოსტავას ლექსებიდან…
ქაღალდზე ლექსის გადატანას რატომ ისწრაფი?
თითქო გაღრჩობდეს,არ გაცლიდეს სულთამხუთავი,
“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთი უცხოელი ძველბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოს სპარტას ეწვია,რა დროსაც იგი ლაკედემონიის (იგივე სპარტის) მეფემ – თეოპომპესმა (მმართველობის პერიოდი – ძვ.წ.აღ-ით 786-739 წლები.ცნობისათვის – პირველი ოლიმპიური თამაშები ისტორიაში,სწორედ მისი მმართველობის მეათე წელს მოეწყო) მიიღო.
ძველ რომაელი გენიოსები ამბობდნენ…
1. “მიუხედავად იმისა,რომ მე გაცილებით ნაკლები მაქვს,ვიდრე ვიმსახურებ,მაინც ასე ვიტყოდი: “ო,ნეტავ,იმდენიც არ მქონოდა,რაც მაქვს!” – მარკუს ტულიუს ციცერონი