Monthly Archives: ოქტომბერი 2014
ჯიბრან ხალილ ჯიბრანის გენიალური ნოველა – „საფლავთა ძახილი”
„ემირმა მართლმსაჯულების სავარძელში მოირთხა ფეხი. ბრძენნი მისი ქვეყნისანი მარჯვნივ და მარცხნივ შემოუსხდნენ. მათ დანაოჭებულ სახეებზე წიგნებისა და მოგზაურობათა კვალი აღბეჭდილიყო.
ბოლშევიკური ჯოჯოხეთი
ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებიდან დაიწყეს მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი “ტერორი” საკუთარი ხალხის მისამართით.მათ მიერ ესოდენ სწრაფად და ეფექტურად განხორციელებული უსასტიკესი რეპრესიები ადასტურებს იმ ფაქტს,რომ ბოლშევიკები და ზოგადად კომუნისტები,ასე იქცეოდნენ არა გამოუვალი მდგომარეობის-და გამო,არამედ წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
ჯორჯ ვაშინგტონი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი - ჯორჯ ვაშინგტონი,საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე (1789 წლის 5 ოქტომბერს) ნიუ-ორკში მდებარე იმ პერიოდისათვის ერთადერთ ბიბლიოთეკას ეწვია,რა დროსაც ბიბლიოთეკიდან ორი წიგნი: შვეიცარიელი იურისტის ემერ დე ვატელის – “ერების უფლებები” და ბრიტანეთის წარმომადგენლობითი პალატის დებატების ოქმების კრებული წაიღო.
იცით თუ არა,რომ
1. ძველი რომაელები,რომლებიც ტრადიციულ სამოსს – ტუნიკს ატარებდნენ,შარვალს ბარბაროსების ტანისამოსად მიიჩნევდნენ და შესაბამისად,შარვლის ჩაცმა მათთვის უხამსობასთან ასოცირდებოდა.გალიას,სადაც მამაკაცები შარვლებით იმოსებდოდნენ,დაცინვით მოიხსენიებდნენ როგორც – “გალია შარვალში”.
რეიმონდ დაგლას ბრედბერის მოსაზრებები…
1. „ადამიანების ნდობა არ შეიძლება. და ამაშია მთელი საშინელება…”
ტრუმენ გარსია კაპოტე – “ეპიზოდი”
დიდმა ამერიკელმა მწერალმა – ტრუმენ გარსია კაპოტემ (1924-1984 წლები), 1966 წელს გამოაქვეყნა რეალურ ისტორიაზე დაყრდნობილი ჟურნალისტური რომანი – “ცივსისხლიანი კკვლელობა”.ნაწარმოებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და უმალვე იქცა ბესტსელერად.
ვინ დააზიანა პირველად – “დიდი სფინქსის” მონუმენტალური სკულპტურა?
ნილოსის სანაპიროზე ეგვიპტურ ქალაქ გიზაში აგებული კოლოსალური სიდიდის მქონე დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი მონუმენტალური სკულპტურა – “დიდი სფინქსი”,რომლის სიგრძე 72 მეტრი,ხოლო სიმაღლე 20 მეტრია და რომლის აგების სავარაუდო თარიღადაც ძვ.წ.აღ-ით 2 500 წელი სახელდება,საყოველთაოდ გავრცელებული და დამკვიდრებული აზრით,თავდაპირველად დაზიანებულ იქნა საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ I ბონაპარტის არმიის ჯარისკაცების მიერ,
რამდენჯერ აღნიშნავენ იაპონელები – “ბავშვთა დღეს”?!
“ამომავალი მზის ქვეყანაში” – იაპონიაში,ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში,განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქვეყნის მომავალ თაობას – ბავშვებს.იაპონელები,ბავშვთა სამ საერთო ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ: 3 მარტს აღნიშნება – “გოგონების დღე”, 5 მაისს – “ბიჭების დღე” და 15 ნოემბერს “სიტი-გო-სანი”,რაც თარგმანით აღნიშნავს – “შვიდი-ხუთი-სამს”.
მონფოკონი
მონფოკონი (ფრანგული ენაზე სიტყვასიტყვით აღნიშნავს – “შავარდნის მთას”) – წარმოადგენდა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უზარმაზარი ქვის სახრჩობელას,რომელიც აგებულ იქნა XIII საუკუნეში საფრანგეთის მეფის ფილიპე IV ლამაზის მრჩევლის – ანგერან დე მარინის (1260-1315 წლები) პროექტის მიხედვით.