Daily Archives: ნოემბერი 26, 2014

“მდუმარეთა დასი”

“მდუმარეთა დასი” – წარმოადგენდა გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსის,მისტიკოსის,ფილოსოფოსისა და “პითაგორას თეორემის” ავტორის – პითაგორა სამოსელის (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) მოწაფეებს,რომლებსაც დაწესებული წესის თანახმად ეკისრებოდათ ხუთწლიანი დუმილი.

გრიგოლ რასპუტინის უკანასკნელი წერილი ნიკოლოზ II-ს…

“ამ წერილს ვწერ და ვტოვებ პეტერბურგში.ვგრძნობ,რომ სიცოცხლეს 1917 წლის 1 იანვრამდე (მოკლულ იქნა 1916 წლის 16 დეკემბერს – ავტორი გენია.ჯი) გამოვეთხოვები.თუკი მომკლავენ დაქირავებული მკვლელები,ამ შემთხვევაში რუს გლეხებს,ჩემს ძმებსა და თქვენ მეფეო,საფრთხე არ გემუქრებათ.დარჩებით ტახტზე,იმეფებთ და შვილებზეც არ გექნებათ სადარდებელი.

რა შეემთხვა პირველ “საჰაერო ბურთს?!”

დიდმა ფრანგმა გამომგონებელმა,ექსპერიმენტატორმა და სწავლულმა - ჟაკ ალექსანდრე სეზარ შარლმა (1746-1823 წლები),რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველმა შეავსო ჰაერზე მსუბუქი წყალბადის გამოყენებით “საჰაერო ბურთი”

ინდონეზიის პოლიციაში სამუშაოდ მხოლოდ “ქალწულ გოგონებს” იღებენ…

რამდენიმე ხნის წინ,ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ “Human Rigths Wathc”-მა,რომელიც დაარსებულ იქნა 1978 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში,გაავრცელა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ,რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანიაში მდებარე ქვეყანაში – ინდონეზიის რესპუბლიკაში,ის მანდილოსნები,რომლებიც პოლიციაში მუშაობას გადაწყვეტენ,სხვა აუცილებელ წინაპირობებთან ერთად,აუცილებლად “ქალწულები” უნდა იყვნენ.

თეოდორე ნიუმან კაუფმანის წიგნის – “გერმანია უნდა დაიღუპოს” შესახებ…

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ებრაული წარმომავლობის მქონე იმ პერიოდისათვის სრულიად უცნობმა ამერიკელმა მწერალმა და ბიზნესმენმა – თეოდორე ნიუმან კაუფმანმა (1910-1986 წლები),ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოაქვეყნა წიგნი,სახელწოდებით - “გერმანია უნდა დაიღუპოს”.

რა? სად? როდის?

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, „აღნიშნული” ერის სახელწოდება მათივე პრივილეგირებული სტატუსიდან წარმოიშვა. განსხვავებით სხვა მეზობელი ერებისაგან,მათ არასოდეს გადაუხდიათ ხარკი სასტიკი დამპყრობლებისათვის.გენიალური ინგლისელი პოეტი – რადიარდ კიპლინგი წერდა,რომ ასეთი სტატუსი არა მარტო პრივილეგია გახლდათ,არამედ პასუხისმგებლობის საკმაოდ დიდი ტვირთის მატარებელიც იყო.დაასახელეთ რომელ ერზეა საუბარი? 

იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი,რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია სხვა ქვეყანას,გახლდათ აშშ-ის რიგით 26-ე პრეზედენტი – თეოდორ რუზველტი.იგი,ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე პანამის რესპუბლიკას,ოფიციალური ვიზიტით 1906 წლის 9 ნოემბერს ეწვია.