Daily Archives: ნოემბერი 22, 2014
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მოსაზრებები…
“დაე თითოეულმა აკეთოს რაც ხელეწიფების.ყოველი ღონით ისწრაფოს მიუღწეველი მიზნისაკენ.უკანაკნელ ამოსუნთქვამდე ილტვოდეს შემოქმედის მიერ ნაბოძები ნიჭის გაფურჩქვნისაკენ.მარადჟამს ისწავლოს,ისწავლოს,რამეთუ “სიცოცხლე ხანმოკლეა,ხელოვნება კი მარადიული”.
მუხრან მაჭავარიანი – “ქართველი ამას იკადრებს?! – არა!”
გამოუყვანეს ქართულ ტაძრებს უტიფრად წირვა,
განზრახ დაფხრიწეს არაერთი ქართული ნუსხა…
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ისტორიაში სულ დაფიქსირებულია ოთხი ასეთი შემთხვევა: 1970 წელს ესპანელმა კინორეჟისორმა – ლუის ბუნიუელმა გააკეთა ეს; 1973 წელს იგივე გააკეთა დიდმა ამერიკელმა მსახიობმა – მარლონ ბრანდომ; 1962 წელს ანალოგიური ქმედებით,თანაც ორჯერ გამოირჩა დიდი ამერიკელი მსახიობი – ჯორჯ კემპბელ სკოტი.დაასახელეთ რა გააკეთეს ზემოჩამოთვლილმა ადამიანებმა?
ფრაზეოლოგია “ტანჯვა-წამების” შესახებ…
1. ”მოწამეობრივი აღსასრული – დასასრული კი არა – დასაწყისია!” – ინდირა განდი
ნიკოლოზ გოგოლი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,უკრაინული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი რუსი მწერალი,დრამატურგი,პოეტი და პუბლიცისტი - ნიკოლოზ გოგოლი (1809-1852 წლები),დიდი გემოთმოყვარეობით გამოირჩეოდა.ეს ფაქტი მის მიერ დაწერილ მრავალ მემუარებში,წერილებსა თუ მოგონებეში აქვს აღწერილი.სწორედ მათგან ვგებულობთ,თუ როგორ იქცეოდა იგი სადილობისას სუფრაზე,გეგონებოდათ “მღვდელმსახურებას ეწევაო”.
ქეთევან წამებულის პასუხი იმამყული-ხან უნდილაძეს…
საქართველოს დაუძინებელმა მტერმა აბას I-მა,რომელიც თავს იწონებდა იმით,რომ ქართული ენა იცოდა,იმამყული-ხან უნდილაძეს უბრძანა კახეთის სამეფოს დედოფალი - ქეთევანი (1565-1624 წლები) დაერწმუნებინა იმაში,რომ მას რწმენა შეეცვალა.ირანის შაჰი უნდილაძეს იქვე მიუთითებდა,რომ უკეთუ ქართველი დედოფალი არ აღასრულებდა მის ბრძანებას,მაშინვე სასტიკი წამებით მოეკლათ იგი.საყურადღებო და ნიშანდობლივია ის გარემოება,
მარიამ დედოფლის შესახებ ბიზანტიელები წერდნენ…
დიდი ქართველი მეფის ბაგრატ IV-ის ასული – მარიამ “მართა” ბაგრატიონი (1050-1118 წლები),როგორც რიგი ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ,გასაოცარი სილამაზითა და დიდებული ზნე-ჩვეულებებით გამორჩეული ქალბატონი გახლდათ.იგი 1065 წელს დაქორწინებულ იქნა ბიზანტიის მომავალ იმპერატორზე მიხეილ VII დუკა პარაპინაკზე,
სერგო კლდიაშვილი – “დავით კლდიაშვილი”
1930 წლის ივნისის ოცდაცხრას თბილისში დავით კლდიაშვილის იუბილე იმართებოდა.ამის შესახებ გაზეთებში ადრევე იბეჭდებოდა ცნობები,ჟურნალებში თავსდებოდა წერილები.დედა და მამა იმხანად სიმონეთში ცხოვრობდნენ.თუმცა სოფელში გაზეთები მოსდიოდათ და იქიდანაც შეეძლოთ ყველაფერი გაეგოთ,მე მაინც ხშირად ვწერდი მათ მომავალი იუბილეს სამზადისზე.უმთავრესად მაინტერესებდა დედის პასუხი, – რა შთაბეჭდილებას ახდენდა ეს ამბავი დავითზე,რას განიცდიდა?
აკაკი წერეთლის ნააზრევი…
“ის კი ყველას ემჯობინება,რომ თვითო-თვითო,მარტო,ცალ-ცალკე არ მივდიოდეთ იმ ჩვენგან არჩეულ გზაზედ!.. მარტოობამ იცის გზის დაბნევა”.
ნიკო ლორთქიფანიძე წერდა…
“გამხდარ თხას,დაკოჭლებულს ცხენს,ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება; ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყველგან,იმერეთის მეფობას არგუნებს თუ დანელიას მეღორედ გააჩენს უფალი.