Daily Archives: ნოემბერი 27, 2014
ლიბანიოსი – ბაკურ იბერიელის შესახებ წერდა…
დიდ ანტიოქიელ ფილოსოფოს-ნეოპლატონიკოსს,რიტორსა და პედაგოგს – ლიბანიოსს (314-393 წლები),როგორც ცნობილია უამრავი მოწაფე,მიმდევარი და მეგობარი ჰყავდა,მაგრამ მათგან ყველაზე ახლობელ,სათაყვანო და საყვარელ ადამიანს,გენიალური ქართველი ფილოსოფოსი,რიტორი და უბადლო სარდალი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე – ბაკურ იბერიელი (IV საუკუნე) წარმოადგენდა.
სერ ერნესტ რეზერფორდი – “ეპიზოდი”
ახალი ზელანდიური წარმომავლობის მქონე გენიალურ ინგლისელ ფიზიკოსს,ექსპერიმენტატორს და ბირთვული ფიზიკის ფუძემდებელს – სერ ერნესტ რეზერფორდს (1871-1937 წლები), 1908 წელს “ნობელის პრემია” მიენიჭა.ამაში გასაკვირი ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება.
მარიო პიუზოს რომანიდან – “სიცილიელი”
“ოჰ,სიცილია! – გაიფიქრა ადონისმა, – შენ საუკეთესო შვილებს ანადგურებ და მტვრად აქცევ.შენს მიწაზე ანგელოზივით მშვენიერი ბავშვები იბადებიან და დემონებად გარდაისახებიან.ამ ნიადაგზე ბოროტების თესლი ბამბუკივით და მსხალივით ხარობს”.
ფრაზეოლოგია – „სიძულვილის” შესახებ…
1. „რაოდენ დიდი სიკეთეც არ უნდა გააკეთოთ ამ ქვეყანაზე, მაინც ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც სძულხართ”. – ბენედიქტ კამბერბეტჩი
“დამაკვირდი”
1. “რაკი სიმდიდრე,სახელი,პატივი,ერთპიროვნული ძალაუფლება და სხვა მისთანანი მხოლოდ თავიანთი ყალბი ბრწყინვალებით ხიბლავენ ბრბოს,ამიტომ შეუძლებელია გონიერ კაცს სიკეთედ ესახებოდეს ის,რის მიმართ ზიზღიც დასაბამს აძლევს ჭეშმარიტ სიკეთეს”. – ფსევდო-ლონგინე
თეოპომპე – “ეპიზოდი”
მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ქალაქ-სახელმწიფოს – სპარტას მეფე – თეოპომპე (მმართველობის პერიოდი – ძვ.წ.აღ-ით 786-739 წლები),რომელიც ბრძნული გონებით გამორჩეული მონარქი იყო,თავის სამეფო კარზე უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა.
იან ჟიჟკა – “ეპიზოდი”
ჩეხი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირმა და ჰუსიტური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა - იან ჟიჟკამ (1360-1424 წლები),რომელმაც 1422 წელს ჩეხეთის ქალაქ ნემეცკიბროდთან გადამწყვეტ ბრძოლაში ჯვაროსნები დაამარცხა და ქვეყნიდან განდევნა მე-3 ჯვაროსნული ომის მონაწილენი,სხვადასხვა ბრძოლებში ორივე თვალი დაკარგა.
“დიდი პონტიფიკოსი” – (ეპიზოდი)
კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი და ვატიკანის თეოკრატიული ქალაქ-სახელმწიფოს მეთაური – რომის პაპი,სხვა უამრავ ტიტულტან ერთად – “დიდი პონტიფიკოსის” ტიტულის მატარებელიც გახლავთ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ “დიდი პონტიფიკოსის” ტიტულის მფლობელები ახ.წ.აღ-ით 382 წლამდე,
ჩარლზ შიმონი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი უნგრელი მწერლისა და ფიზიკოსის – კაროი შიმონის (1916-2001 წლები) ასტრონავტი ვაჟი – ჩარლზ შიმონი (აშშ-ის მოქალაქე),რომელიც თავის მხრივ “International Software Corporation”-ის ხელმძღვანელი და “უნგრული ნოტაციის” ავტორია,მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი ტურისტია,რომელიც 2007 წელს და 2009 წლებში ორჯერ იმყოფებოდა სამოგზაუროდ კოსმოსში საერთაშორისო სადგურზე – “Soyuz TMA”-ზე.