Monthly Archives: იანვარი 2015

ამონარიდები ო’ჰენრის მოთხრობებიდან…

“გენიოსებს ხშირად არსებობისათვის ბრძოლა უწევთ,სანამ მსოფლიო აღიარებდეს”. – (ალქაჯური პურები)

ფრანც იოზეფ I – “ეპიზოდი”

1916 წლის 21 ნოემბერს გარდაიცვალა ავსტრიის იმპერატორი და უნგრეთის მეფე – ფრანც იოზეფ I. მისი მეფობის პერიოდში აღდგენილ იქნა აბსოლუტიზმი (მმართველობის ფორმა,რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება მთლიანად და განუყოფლად ეკუთვნის ერთ პირს),სისხლში ჩაახშო ავსტრიასა და უნგრეთში წამოწყებული რევოლუციები და მისმა ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ ბალკანეთში ხელი შეუწყო პირველი მსოფლიო ომის დაწყებას.

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებიდან – (ნაწილი I)

ევროპის სამხრეთ ნაწილში პირენეების ქედზე მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში – ანდორის სამთავროში,არც ერთი ციხე არ არსებობს. 1864 წელს მიღებული კანონმდებლობის თანახმად,ქვეყანაში აიკრძალა საადვოკატო ინსტიტუტის არსებობა.ადვოკატებს იმ პერიოდში ანდორელები “შავ იურისტებად” მოიხსენიებდნენ,

El Ateneo Grand Splendid – (მსოფლიოს ულამაზესი წიგნის მაღაზია)

El Ateneo Grand Splendid – წარმოადგენს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის სანტა-ფეს ქუჩაზე განთავსებულ უნიკალური არქიტექტურის მქონე წიგნების მაღაზიას,რომელიც პოპულარული ინგლისური გაზეთის The Guardian-ის მონაცემების თანახმად,მსოფლიოს ულამაზეს წიგნის მაღაზიად არის აღიარებული.

იოკო ონო – “ეპიზოდი”

ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის – ჯონ უინსტონ ონო ლენონის ხელოვანი მეუღლე – იოკო ონო,ძალიან უარყოფითად გახლავთ განწყობილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მიმართ.მის განსაკუთრებულ აღშფოთებას კი ეკლესიის მიერ ასეთი ადამიანებისადმი ჯვრისწერის ნებართვის გაცემა იწვევს.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: 1625 წელს ერთ-ერთმა მეტად გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ,ახალგაზრდა ფრანგ ჭაბუკს ჭადრაკის თამაში შესთავაზა.მიუხედავად იმისა,რომ ჭადრაკის ფიგურები თეთრი და შავი ფერის იყო,ამ ორთაბრძოლას მაინც წითლებისა და ლურჯების ორთაბრძოლა უწოდეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული საჭადრაკო პარტია გადადებულ იქნა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ აღიარა გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ თავისი მარცხი.დაასახელეთ ვის შორის წარიმართა აღნიშნული საჭადრაკო დაპირისპირება და რა ჩინი მიიღო დამარცხებული მაღალჩინოსნისაგან გამარჯვებულმა საჩუქრად?

იცით თუ არა,რომ

1. ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ფრანგულ კუნძულ კორსიკაზე,სადაც ნაპოლეონ I მოევლინა ქვეყნიერებას და სადაც დამკვიდებული გახლდათ სისხლის აღების ტრადიცია,სპეციალურად ვენდეტისათვის ამზადებდნენ ბასრ დანებს,წარწერით: “დაე,ყოველი შენი ჭრილობა სასიკვდილო იყოს.

ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”

“ზოგადკაცობრიული სამართლიანობისა და ზნეობრივი ნორმების დაურღვევლად თანამედროვე სახელმწიფოს კეთილდღეობა გამორიცხულია.მეორე მხრივ,ადამიანთა უმრავლესობამ ხსენებული სამართლიანობა და ზნეობრივი ნორმები თუ არ დაიცვა – სახელმწიფო კი არა,თვით სიცოცხლეც მოისპობა.

ფრაზეოლოგია “ტერორიზმის” შესახებ…

1. “თქვენ მეკითხებით,რას გავაკეთებთ ტერორისტების აღმოჩენის შემთხვევაში? ან გავანადგურებთ,ან ციხეებში გამოვკეტავთ,რათა მათ საფრთხე არ შეუქმნან ჩვენს მომავალს”. – ფრანსუა ოლანდი (საფრანგეთის პრეზიდენტი)

ბესიკ ხარანაული – “სადაც მე დავიმარხები”…

იმდენი გოგო მიყვარდა,

ვერ გავიხსენებ სიასა,