Daily Archives: მარტი 23, 2015
ფერენც (ფრანც) ლისტი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნის გენიალური უნგრელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი – ფერენც (ფრანც) ლისტი (1811-1886 წლები),რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგს ეწვია.მის ერთ-ერთ კონცერტს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I რომანოვიც დაესწრო.
ჰენრი VII – “ეპიზოდი”
პირველმა ტიუდორმა მეფემ ინგლისის სამეფოს ტახტზე ჰენრი VII-მ (1457-1509 წლები),ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა დაქორწინებულიყო ნეაპოლის ახალგაზრდა და ულამაზეს დედოფალზე.იმისათვის,რომ სადედოფლოს გასაოცარი სილამაზის შესახებ არსებული ხმები დადასტურებულიყო,მან ინგლისიდან ნეაპოლში სპეციალური ელჩებიც კი მიავლინა.
ეკატერინე II – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც რუსეთის იმპერატორს ეკატერინე II დიდს (1729-1796 წლები) თავისი უსაყვარლესი ძაღლი,სახელად – “ტომპსონი” მოუკვდა,გადაწყვიტა,რომ მისთვის ტყავი გაეძროთ და საყვარელი ცხოველის ტყავისაგან ფიტული დაემზადებინათ.
“დამაკვირდი”
1. “განსაცდელში ჩავარდნილი ვაჟკაცი გინახავს?
მაშ რა გინახავს უფრო ლამაზი ამ ქვეყანაზე?!”
თემურ გაბუნია – “მალე ჩვენც წავალთ”
აქ ყველაფერი გედის ბოლო ცეკვას მაგონებს,
გახმობას ნატრობს უნაყოფო ლეღვის ფესვები.
ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი – “ეპიზოდი”
ვიქტორიანული ერისა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი - ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (1812-1870 წლები),თევზაობის დიდი მოყვარული ლიტერატორი გახლდათ და ხშირადაც დადიოდა სათევზაოდ.ერთ დღეს,მდინარე ტემზის სანაპიროსთან მოთევზავე დიკენსთან ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი მივიდა და ტრადიციული შეკითხვა დაუსვა:
სოფი ლორენი – “ეპიზოდი”
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული,თეატრისა და კინოს იტალიელი ვარსკვლავი მსახიობი ქალი – სოფი ლორენი (ნამდვილი სახელი და გვარი – სოფია ვილანი შიკოლონე), 2000 წელს მეგობარ ქალთან ერთად ნიუ-იორკში ჩაფრინდა.როგორც ცნობილია,ლორენს გულის დაავადება აწუხებდა,რის გამოც მას გზაში ურთულესი არითმიული შეტევა განუვითარდა და კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სალაკი – (გველისებრი ხე)
სალაკი – წარმოადგენს ერთლებნიან ხისებრ მარადმწვანე ხილისებრთა ეგზოტიკურ მცენარეს პალმისებრთა ოჯახისა.მისი გავრცელების უმთავრესი არეალებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.მათ შორის მალაიზია,ინდონეზია და ტაილანდი.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: დაასახელეთ იმ ერთადერთი ქართული ჟურნალის სახელწოდება,რომელშიც გამოქვეყნებული ლექსებისათვის გენიალური ქართველი მგოსანი – აკაკი წერეთელი ჰონორარს არ იღებდა.
საშინელი აღნაგობა სიყვარულსა და ნიჭს დაბრკოლებას არ უქმნის…
როგორც ამბობენ,გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსები – პლატონი და სოკრატე დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდნენ,ისევე,როგორც მიქელანჯელო ბუონაროტი და იმანუელ კანტი,ვოლტერი და ნიკოლო პაგანინი.ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ მეიგავეს – ეზოპეს კი,საერთოდ – ფენომენალური სიმახინჯით გამორჩეულადაც მოიხსენიებენ.