Monthly Archives: აპრილი 2015

იცით თუ არა,რომ

1. XVIII-XIX საუკუნეების ევროპელ მამაკაცებეში ერთობ მოდური გახლდათ – ბაკენბარდების (ლოყებზე დატოვებული და ნიკაპზე გამოპარსული წვერის) ტარება.თუმცა,ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ პირველად ბაკენბარდების ტარება მოდაში უძველეს ბაბილონში მაცხოვრებელი სემიტურ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცებში იყო გავრცელებული

ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან – “ანა კისერზე” და “ტრამალი”

“ერთი ჭკუა კარგია,ორი კი მთლად უკეთესი.ღმერთი ზოგ კაცს ერთ ჭკუას აძლევს,ზოგს ორს,ზოგს კი სამსაც… კი,კი,მართალია სამს.ერთი ჭკუა დაბადებით დაგყვება,მეორე სწავლით გემატება,მესამეს კი კაი ცხოვრება გაძლევს.ისე კი,ძმაო,სამი ჭკუა თუ გაქვს,სიცოცხლეს კი არა სიკვდილსაც გაგიადვილებს”.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ის მოვლენა,რომელიც 1833 წელს დაფიქსირდა,ოსმალეთის იმპერიის საგრძნობლად დასუსტების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა.საყურადღებოა,რომ ანალოგიური მოვლენის განმეორების პერსპექტივა დღესაც საკმაოდ აქტუალურად განიხილება.დაასახელეთ,რა გახდა ოსმალეთის იმპერიის დაუძლურების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი და რა ანალოგიური მოვლენის განმორების პერსპექტივა არსებობს დღეს?

აულუს ვიტელიუს გერმანიკუსის საშინელი აღსასრული

თავისი გაუმაძღარი სტომაქით სახელგანთქმული ძველი რომის იმპერატორი - აულუს ვიტელიუს გერმანიკუსი (15-69 წლები),სულ რაღაც ცხრა თვემდე ედგა ქვეყანას სათავეში,თუმცა ამ ხნის განმავლობაში იმდენად დიდი ზიზღი მოიმკო საკუთარი ხალხისა,რომ მათ რისხვას ვერ გადაურჩა და უსაშინლესი აღსასრულის წინაშე დააყენა საკუთარი სიცოცხლე.

პოლ უორფილდ ტიბეტს-უმცროსი – “ეპიზოდი”

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წლის 6 აგვისტოს დილას ადგილობრივი დროით  8:15 წუთზე ამერიკულმა ბომბადმშენმა – B 29 “Enola Gay”-იმ,რომლის პილოტიც გახლდათ - პოლ უორფილდ ტიბეტს-უმცროსი (1915-2007 წლები),იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში ჩამოაგდო მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში პირველი ატომური ბომბი,კოდური სახელწოდებით – “ბიჭუნა”,რასაც 140 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის განადგურება მოჰყვა.

ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში – “ეპიზოდი”

“სპარსეთის ყურის ომის” წინა პერიოდში, 1988 წლის 3 ვლისს ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო კრეისერმა “Vincennes”-მა,სპარსეთის ყურის თავზე მფრინავი ირანის ავიაკომპანიის სამოქალაქო თვითმფრინავი – “Airbus A 300 B2-203″ ჩამოაგდო,რომელიც თეირანი-დუბაის რეისს ასრულებდა.

“დამაკვირდი”

1. “ვერასოდეს შეიყვარებ ისეთ ადამიანს,რომელთან ერთადაც გულიანად არასოდეს გიცინია”. – აგნეს რეპლიერი

მადლენ დე სკიუდერის შესახებ…

“ფემინიზმის” წინამორბედად ცნობილი დიდი ფრანგი მწერალი ქალი და პრეციოზული ლიტერატურული მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი - მადლენ დე სკიუდერი (1607-1701 წლები),მის მიერ დაწერილ გალანტურ-გმირული ჟანრის ნაწარმოებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ძმის – ჟორჟ დე სკიუდერის სახელით აქვეყნებდა.

ივარ ანდრეას ოსენი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ნორვეგიელი ფილოლოგი,ლექსიკოგრაფი და პოეტი – ივარ ანდრეას ოსენი (1813-1896 წლები),,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია თანამედროვე ნორვეგიული სალიტერატურო ენის  ”ნიუნორსკი”-ს (იგივე ახალნორვეგიული ენა) შემოღება,

“წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია” – (ეპიზოდი)

ბოსფორის სრუტეზე მდებარე თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ უდიდეს და ულამაზეს ქალაქ – სტამბოლში სხვა უამრავ საოცარ რელიგიურ ტაძრებთან და ისტორიულ ნაგებობებთან ერთად განთავსებულია მსოფლიოში ერთადერთი რკინის კონსტრუქციისაგან აგებული მართლმადიდებლური ტაძარი,რომელიც - “წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიად” იწოდება.