Daily Archives: აპრილი 20, 2015

დანიელ დეფოს რომანიდან – “რობინზონ კრუზო”

“რა უსუსური და მერყევია ადამიანის ბუნება,განსაკუთრებით ახალგაზრდობაში,როცა იგი უარყოფს და გმობს გონივრულ მოსაზებას,რასაც,პირიქით,უნდა გაჰყვეს ხოლმე.ცოდვისა არა რცხვენიათ,მონანიებისას კი დაირცხვენენ,არ დაირცხვენენ ისეთი საქციელისათვის,რომლის გამო სულელებად უნდა ჩაითვალონ,ხოლო რცხვენიათ კვლავ სწორ გზაზე დადგომისა,რისთვისაც ისინი ბრძნად უნდა იქნენ მიჩნეულნი”.

“მშრომელთა ბრძოლის ორგანიზაცია” – (ეპიზოდი)

1939 წელს რუმინეთში დაბადებულმა ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგმა ჟურნალისტმა,პროფკავშირულმა მოღვაწემ და ტროცკისტმა – დავიდ კორნერმა (1914-1976 წლები),ჩამოაყალიბა პატარა ორგანიზაცია,სახელოწდებით – “ტროცკისტული ჯგუფი”.

სირმიუმი – “ეპიზოდი”

თანამედროვე სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქი – სრემსკა მიტროვიცა,რომლის სახელწოდებაც ალბათ ბევრის არაფერის მთქმელია.თუმცა,თუკი მის ისტორიას გადავავლებთ თვალს ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას აღმოვაჩენთ:

“მართლმსაჯულების შადრევანი” – (ეპიზოდი)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ფრანკფურტის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს რიომებერგის (“რომის მთა”) მოედანზე განთავსებული ულამაზესი - “მართლმსაჯულების შადრევანი”.

ოტია იოსელიანის ნაწარმოებებიდან…

“მე ბევრი ნაცნობი,ბევრი ნათესავი და მოკეთე მყავს,ბევრი ნაცნობი და მეგობარი.ბევრ უცნობთან მიპურღვინია და პირველი თუ არა,მეორე ჭიქა მაინც სამშობლოს ეკუთვნის.უყვართ სამშობლო,სამშობლო,რაც ღმერთს თავისთვის სააგარაკოდ უნდოდა,სადაც ქრისტეს კალათი წაექცა და ყველა სიკეთე აქ დაუცვივდა.ასეთი სამშობლოსათვის ღვინოს კი არა,პირდაპირ სულს დალევს კაცი”. 

სპარსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შესახებ…

თანამედროვე ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითრებული კონსტიტუციური რეცოლუციის პერიოდში (1905-1911 წლები),რევოლუციის უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა გილანის ოსტანა (ადმინისტრაციული ერთეული,რომლის სათავეშიც იმყოფება გენერალ-გუბერნატორი).

ზაქარია ჭიჭინაძის საიუბილეო საღამოდან…

1923 წელს,მაშინ,როდესაც საქართველო ორი წლის გასაბჭოებული იყო,საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო მეტად მოულოდნელი და იშვიათი გადაწყვეტილება: შესანიშნავი ქართველი მკვლევარისათვის,ლიტერატორისა და საზოგადო მოღვაწისათვის – ზაქარია ჭიჭინაძისათვის (1854-1931 წლები),გადაეხადა 70 წლის იუბილე,რომელშიც ასევე ძალიან დიდი წვლილი დაიდეს გამოჩენილმა ქართველმა მამულიშვილებმაც.

ვაჟა ხორნაული – “ამქვეყნად ყველა აღმართზე”

ამქვეყნად ყველა აღმართზე

ღმერთის იმედით ვიარე,

“სიდნეის ოპერის თეატრი” – (ეპიზოდი)

ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქ სიდნეიში განთავსებული – “სიდნეის ოპერის თეატრი”,მსოფლიო არქიტექტურის ჭეშმარიტ შედევრად არის აღიარებული.ავსტრალიისა და ზოგადად მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა გახსნილი იქნა 1973 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ეს მიერ,ხოლო 2007 წლის 28 ივნისს იგი “იუნესკო”-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა

ანდრეს ესკობარ სალდარიაგა – “ეპიზოდი”

ანდრეს ესკობარ სალდარიაგა – წარმოადგენდა იმ კოლუმბიელ ფეხბურთელს (მცველს),რომელმაც 1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე,მასპინძლებთან გამართულ მატჩში,საკუთარ კარში გაიტანა ავტოგოლი,რომელსაც საუბედუროდ,შეეწირა კიდეც მისი სიცოცხლე.