Daily Archives: აპრილი 15, 2015
მენიპოს გადარელის ფილოსფიიდან…
“ადამიანთა ცხოვრება ჰგავს ერთ დიდ საზეიმო მსვლელობას,რომლის გამგებელი და მბრძანებელი – ბედი – მოზეიმეთ სხვადასხვაგვარ,ჭრელ-ჭრელ სამოსს ურიგებს.
ანაქსანდროსი – “ეპიზოდი”
როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ,ლაკედემონელები (სპარტელები) თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არასოდეს ინახავდნენ ფულს სახელმწიფო განძთსაცავში.
გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება”
” – ადამიანის ბევრი უგუნურება ხშირად ბრალდება ღმერთს, – განმარტა სარგისმა, – და იქნებ მართალი ახსნაც არის,რადგან ღვთის უნებურად არც რამ კეთილი ხდება ამქვეყნად და არც რამ ბოროტი,რაკი სარწმუნოება იმას გვიქადაგებს,რომ მიზეზთა მიზეზი და დასაბამთა დასაბამი ღმერთია,ჩვენც,სასოწარკვეთილების ჟამს,ყველა უბედურებისთვის ღმერთსა ვთხოვთ პასუხს.
აგასიკლესი – “ეპიზოდი”
ბრძენკაცთა შესმენის მოყვარულ სპარტის ავრიპონტიდების მოდგმის ლეგენდარულ მეფეს - აგასიკლესს,რომელიც სავარაუდოდ ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში მოღვაწეობდა,ერთ დღეს თავისმა ქვეშევრდომმა ჰკითხა:
გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი ნადიმობის დროს,რომელსაც ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე და რომის დიქტატორი - გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100- 44 წლები) მართავდა,საუბარი სიკვდილის იდუმალ საკითხებზე ჩამოვარდა.
მარკუს ტულიუს ციცერონი – “ეპიზოდი”
ძველი რომის ერთ-ერთ უდიდეს მჭერმეტყველად აღიარებულ რომაელ ადვოკატს,პოლიტიკურ მოღვაწესა და კონსულს – მარკუს ტულიუს ციცერონს (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები),მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა ქარაფშუტობით და გაუტანლობით სახელგანთქმული ერთ-ერთი თავისი კოლეგა (კონსული),რომაელი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი – კვინტუს ცეცილიუს მეტელოს ნეპოტოსი (ძვ.წ.აღ-ით 135-55 წლები).
გაიუს მარიუსი – “ეპიზოდი”
რომის სამხედრო რეფორმის ავტორის,გენერლისა და შვიდგზის კონსულის - გაიუს მარიუსის (ძვ.წ.აღ-ით 157-86 წლები),გარყვნილებითა და ამაზრზენი ქმედებებით სახელგანთქმულმა ბიძაშვილმა – ლუსიოსმა,რაოდენ შემზარავი და გამაოგნებელიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ ერთ-ერთი თავისი ახალგაზრდა რომაელი მეომრის – ტრებონიოსის გაუპატიურება განიზრახა.
სციპიონ აფრიკელი (უმცროსი) – “ეპიზოდი”
როგორც უამრავი ისტორიული წყარო მოწმობს,ლეგენდად ქცეულ ერთ-ერთ უდიდეს რომაელ მხედართმთავარს,პოლიტიკურ მოღვაწესა და რომის იმპერიის დაუძინებელი მტრის - კართაგენის გამანადგურებელს – პუბლიუს კორნელიუს ემილიანუს სციპიონ აფრიკელს (ძვ.წ.აღ-ით 185-129 წლები),თავისი ცხოვრების ორმოცდათოთხმეტი წლის განმავლობაში არც არაფერი უყიდია და არც არანაირი დოვლათი არ დაუგროვებია.
მარკუს პორციუს კატონის (უფროსის) მოსაზრებები…
1. ”შური არ ეკარება მას,ვინც ხარობს ბედნიერებით ზომიერად და მართებულად,რამეთუ შურთ ჩვენი კი არა,არამედ იმისი,რაც ჩვენ გარშემოა”.
პიროს ეპიროსელი – “ეპიზოდი”
რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ მებრძოლ ეპიროსისა და მაკედონიის მეფეს - პიროს ეპიროსელს (ძვ.წ.აღ-ით 318-272 წლები),რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული საყოველთაოდ ცნობილი ფრაზეოლოგიზმური გამონათქვამი – “პიროსის გამარჯვება” (ბრძოლაში მოპოვებული ისეთი გამარჯვება,რომელშიც მიღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა გააბათილა მოწინააღმდეგეზე მოპოვებული უპირატესობა),