Monthly Archives: სექტემბერი 2015
პლუტონი – “ეპიზოდი”
მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა – პლუტონი აღმოჩენილი იქნა 1930 წლის 18 თებერვალს აშშ-ი მდებარე ქალაქ ფლაგსტაფში განთავსებული “ლუოელის ობსერვატორიის” 23 წლის ამერიკელი ასტრონომის – კლაიდ უილიამ ტომბოს (1906-1997 წლები) მიერ.
ძაღლი – მასობრივ კულტურაში,რელიგიაში,მითოლოგიასა და ლიტერატურაში
კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “თანამგზავრი” და ერთგული ცხოველი – ძაღლი,ადამიანებისათვის უძველესი ეპოქებიდანვე ასრულებდა ფართო სპექტრს ფუნქციებისას – ობიექტების დაცვიდან დაწყებული სამეცნიერო ექსპედიციებში მონაწილეობით დამთავრებული.
ახალი ზელანდია – “ეპიზოდი”
წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულოვანი ქვეყნის – ახალი ზელანდიის სამთო მრეწველობის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით,რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებს ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზეც,ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე არც ერთი გველი არ ბინადრობს.
მარჩელო მასტროიანი – “ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული იტალიელი მსახიობი - მარჩელო ვინჩენცო დომენიკო მასტროიანი (1924-1996 წლები) ერთ-ერთ წვეულებაზე იქნა მიწვეული.
რაში იყენებდნენ ძველ ეგვიპტურ მუმიებს?
ევროპელები და აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხები საუკუნეების განმავლობაში ძარცვავდნენ ძველ ეგვიპტურ საფლავებს,საიდანაც ძვირფასეულობასთან ერთად მუმიებსაც იპარავდნენ.ერთი პერიოდის განმავლობაში იმდენად დიდი რაოდენობით იქნა ძველ ეგვიპტური მუმიები მოპარული,რომ მათი ფასი ბაზარზე ძალიან დაეცა.
იცით თუ არა,რომ
1.ჩინეთის ფორმალური მმართველი – დენ სიაოპინი რეგულარულად იყენებდა ეგრეთ წოდებულ “საფურთხებლებს”.პეკინში განთავსებულ “ხალხთა დიდ სასახლეში”,სადაც იმართებოდა სახელმწიფო მეთაურებთან უმაღლესი რანგის შეხვედრები,სიაოპინის სიახლოვეს ყოველთვის იდგა მარმარილოს “საფურთხებელი”.საყურადრებოა ის გარემოებაც,რომ სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი კუან იუმ,რომელმაც კარგად უწყოდა დენ სიაოპინის თვისებები,სინგაპურში მისი ვიზიტისას განკარგულება გასცა ჩინეთის მმართველის გვერდით თეთრ-ცისფერი “საფურთხებელი” დაედგათ.
რამ იმსხვერპლა ზევქსისი?
ზევქსისი (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით 420-380 წლებში) – წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ მხატვარს,რომელმაც თავისი საუკეთესო წლები მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ძველბერძნულ პოლისში – ეფესოში გაატარა.
“Parker”-ის ისტორიული საწერ-კალმის შესახებ…
მსოფლიოში,არც ერთი საწერი-კალმის მწარმოებელ კომპანიას არ უმაგრებს ზურგს ისეთი ბრწყინვალე ისტორია,როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქალაქ ჯეინსვილში (ვინსკონსინის შტატი) 1888 წელს ამერიკელი გამომგონებლისა და მეწარმის – ჯორჯ სეფორდ პარკერის (1863-1937 წლები) მიერ დაარსებულ – “Parker”-ის საწერი-კალმების მწარმოებელ კომპანიას.
რატომ მოკლეს გაიუს სემპრონიუს გრაკქუსი?
გაიუს სემპრონიუს გრაქკუსი (ძვ.წ.აღ-ით 154-121 წლები) – წარმოადგენდა ხალხისათვის დამაშვრალ ერთ-ერთ საუკეთესო რომაელ პოლიტიკოსს,სახალხო ტრიბუნსა და მხედართმთავარს.