Monthly Archives: მარტი 2016

ტუპაკ ამარუ შაკური – “ეპიზოდი”

1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში დაუდგენელ ვითარებაში დაჭრილი დიდი ამერიკელი რეპერი,მწერალი და მსახიობი – ტუპაკ ამარუ შაკური, 13 სექტემბერს გარდაიცვალა.ცნობისათვის,ის პირველი რეპერი გახლდათ ისტორიაში,რომელსაც ძეგლი დაუდგეს.

კიგელია (ძეხვის ხე)

კიგელია (იგივე – ძეხვის ხე) – წარმოადგენს ბიგნონიასებრთა ოჯახის მონოტიპური გვარის გასაოცარ და სწრაფად მზარდ მცენარეს,რომლის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სახეობა – აფრიკული კიგელიაა შემორჩენილი ბუნებაში.

აიუმასი

აღმოსავლეთ აზიაში მდებარე სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში - აიუმასს უწოდებენ ხანდაზმულ კორეელ ქალბატონს.კორეელი ხალხის კულტურაში იმთავითვე ერთობ სპეციციპიკური და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ახალგაზრდა თაობის მოკრძალებულ და პატივისცემით განმსჭვალულ დამოკიდებულებას უფროსი ასაკის მქონე ადამიანებისადმი.

უჩვეულო საფლავები

ცნობილი ამერიკელი მწერალი ქალი – ლორელ ჰამილტონი წერდა: “გარდაცვლილთათვის მნიშვნელობა აღარ აქვს არც ლამაზ ყვავილებს და არც მარმარილოს ქანდაკებებსო”.თუკი იმ საოცარ საფლავებს გავითვალისწინებთ,რომლებიც ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში განთავსებული “ჰილტონ-ჰედის აეროპორტის” ასაფრენ ბილიკზეა განფენილი,ჰამილტონის ზემოაღნიშნულ სიტყვებში დასარწმუნებლად,გონების დიდი დაძაბვა საჭირო აღარ იქნება.

პუმიპონ ადულიადეტი – “ეპიზოდი”

2002 წელს სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე ტაილანდის სამეფოს მეფემ – პუმიპონ ადულიადეტმა ქუჩიდან აიყვანა ძაღლი, რომელსაც სახელად – ტონგაენგი უწოდა. ცხოველების მოყვარულ ტაილანდელ მონარქს იმდენად შეუყვარდა თავისი ოთხფეხა მეგობარი, რომ მის შესახებ დროთა განმავლობაში წიგნიც კი დაწერა. წიგნი, რომელიც თავის მხრივ, უმალვე იქცა ქვეყანაში ბესტსელერად.

ადოლფ უილიამ ბუგერო – “დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში”

“დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში” - წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და XIX საუკუნის აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე შესრულებულ შედევრ და უკვდავ სურათს.