Daily Archives: მარტი 18, 2016
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: დაასახელეთ,რა უწოდა გენიალურ პოლონელ კომპოზიტორსა და პიანისტს – ფრედერიკ შოპენს,მისი კონცერტით აღფრთოვანებულმა დიდმა გერმანელმა პოეტმა და პუბლიცისტმა – ჰაინრიხ ჰაინემ?
პითაგორა სამოსელის ოჯახის შესახებ…
60 წლის ასაკში მყოფმა გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა,მათემატიკოსმა და მისტიკოსმა – პითაგორა სამოსელმა (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები),თავის ერთ-ერთ ახალგაზრდა მოსწავლე გოგონაზე – თეანოზე (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები) იქორწინა (ერთ-ერთი ვერსიით,თეანო პითაგორას ფილოსოფოსი მეგობრის – ბრონტინოს მეტაპონელის ქალიშვილი იყო).
ალბერტ შვეიცერი – “ეპიზოდი”
გერმანული წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი პროტესტანტი თეოლოგი,ფილოსოფოსი და ექიმი - ალბერტ შვეიცერი (1875-1965 წლები),არა მხოლოდ ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ,არამედ სამ სხვადასხვა სფეროში დოქტორის ხარისხის მატარებელიც იყო.
ალესანდრო ვოლტა – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტი იმდენად აღტაცებული გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ფიზიკოსის,ქიმიკოსისა და პირველი ელექტრული ფიჭის (ბატარეის პროტოტიპი) შემქმნელის – ალესანდრო ვოლტას (1745-1827 წლები) მოღვაწეობითა და სამეცნიერო მიღწევებით,რომ მას ბევრ დიად ფრანგ მეცნიერზე წინაც კი აყენებდა.
ანდრე-მარი ამპერი – „ეპიზოდი”
ერთხელ მეცნიერული გამოთვლებით გონებადაკავებული გენიალური ფრანგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი – ანდრე-მარი ამპერი (1775-1836 წლები), ქუჩაში ზუსტად ისეთივე შავ დაფას გადააწყდა, როგორიც აუდიტორიაში გააჩნდა.