Daily Archives: მარტი 6, 2016
როგორ სჯიდნენ მოსწავლეებს საფრანგეთის სკოლებში?!
XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის რესპუბლიკაში მოქმედ სკოლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა მიღებული მოსწავლეების დასჯის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო და დამამცირებელ მეთოდს.
ვალენტინ კატაევი – “ეპიზოდი”
იტალიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი მწერალი,პროზაიკოსი და დრამატურგი - ვალენტინ კატაევი (1897-1986 წლები) ლიტერატორთა სახლში განთავსებულ საპარიკმახეროს ესტუმრა,სადაც დალაქად ერთობ კოლორიტული პიროვნება მუშაობდა.
ბენჯამინ ფრანკლინი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული ტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი ფუძემდებელი და ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი – ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები) ის პირველი ამერიკელი დიპლომატი გახლდათ ისტორიაში,რომელიც 1776 წელს საფრანგეთში იქნა მივლინებული აშშ-ის ელჩის რანგში.
დომენიკო ჩიმაროზა – “ეპიზოდი”
წვეულებაზე მყოფ სახელოვან იტალიელ კომპოზიტორსა და მუსიკოსს - დომენიკო ჩიმაროზას (1749-1801 წლები) მთელი საღამოს განმავლობაში გვერდიდან არ მოშორება მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი უცნობი მხატვარი.
პეტერ პაულ რუბენსი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ფლამანდელი მხატვარი - პეტერ პაულ რუბენსი (1577-1640 წლები) ერთობ ერუდირებული ხელოვანი გახლდათ.ის ღრმად იყო ჩახედული ანტიკურ ლიტერატურაში და თავისუფლად ფლობდა რამდენიმე რამდენიმე უცხო ენას (ერთ-ერთი ვერსიით რუბენსი ფლობდა ექვს უცხო ენას.მათ შორის – ძველ ენებსაც).
მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – “დონ კიხოტი”
” – თავისუფლება,სანჩო,ესაა ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი განძი,რომელსაც ზეცა ანიჭებს ადამიანს; ვერავითარი სხვა საუნჯე,ვერც მიწის წიაღში დაფლული და ვერც ზღვის ფსკერზე დამალული,ახლოსაც ვერ მივა მასთან.თავისუფლების,ისევე როგორც ღირსების გულისათვის,შეიძლება თავი გასწიროს კაცმა. და პირიქით,მონობაა ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი უბედურება,რაც შეიძლება თავს დაატყდეს ადამიანს.იცი,რად ვამბობ ამას?