Daily Archives: მარტი 28, 2016
ოლივერ რიდი – “ეპიზოდი”
მარგინალური როლების შესრულებით სახელგანთქმული ბრიტანელი მსახიობი – ოლივერ რიდი (1938-1999 წლები),ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა,რასაც საბოლოო ჯამში მისი სიცოცხლეც კი ემსხვერპლა.
ჟაკ-ლუი დავიდი – “ველისარიუსი თხოულობს მოწყალებას”
“ველისარიუსი თხოულობს მოწყალებას” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და სახვით ხელოვნებაში ფრანგული ნეოკლასიციზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - ჟაკ-ლუი დავიდის (1748-1825 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე დახატულ მეტად ემოციური სიუჟეტის მქონე ბრწყინვალე სურათს.
“გალაკტიონის სიკვდილის შემდგომი ნიღბის” შესახებ…
როცა გალაკტიონმა თავი მოიკლა,ჩვენ,ახალგაზრდები,მწერალთა სახლში მის ცხედარს ღამეს ვუთევდით.შუაღამისას ვიღაცამ თქვა: რა დიდებული სახეა,მოდით,ნიღაბი გადავუღოთო! ჩვენს შორის,მოქანდაკე გიგლა ფირცხალავაც აღმოჩნდა.იგი სამხატვრო აკადემიაში გაიქცა,ამ საქმის ოსტატი გააღვიძა,რომელიც იქვე ცხოვრობდა და მოიყვანა…
ამბრუაზ პოლ ტუსენ ჟიულ ვალერის ესედან – “ერებისათვის”
“ერები უცხონი არიან ერთმანეთისთვის,ისევე,როგორც ხასიათით,ასაკით,რწმენით,ჩვეულებებით და მოთხოვნილებებით ერთმანეთისაგან განსხვავებული არსებები.ისინი ცნობისწადილითა და დიდი სიფრთხილით უთვალთვალებენ ერთმანეთს; იღიმებიან,ტუჩს იბზუებენ; აღტაცებით უცქერენ მთელს; ეჭვებით იწყვლიან და ზიზღით იფხორებიან.
“სიბრძნის წუთი”
ერთმა ჩინელმა გლეხმა ცული დაკარგა.მან ეჭვი უმალვე მეზობლის ბიჭზე მიიტანა.რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი ცულის მოპარვაში ეჭვმიტანილ მეზობლის ბიჭს დიდი გულისყურით აკვირდებოდა: ცულის მპარავივით დადის; ცულის მპარავივით იყურება; ცულის მპარავს მიუგავს სიტყვა-პასუხი, – ფიქრობდა ეჭვით შეპყრობილი კაცი.
ზუფარ ფატკუდინოვი “რუსი ხალხის” შესახებ წერს…
თანამედროვე რუსი მწერალი და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი – ზუფარ ფატკუდინოვი,ძალიან უარყოფითად არის განწყობილი თავისი თანამემამულეების მიმართ.თავის ერთ-ერთ ნაშრომში ფატკუდინოვი რუს ხალხს შემდეგი სახით ახასიათებს:
არტურ შოპენჰაუერი – “ეპიზოდი”
მაგიითა და სპირიტიზმით გატაცებული დიდი გერმანელი ფილოსოფოსი და ბერლინის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი – არტურ შოპენჰაუერი (1788-1860 წლები),რომელიც ერთობ ამპარტავნული თვისებებით გამოირჩეოდა,არა მხოლოდ ადამიანების მიმართ იყო ნეგატიურად განწყობილი,არამედ ერთობ ეჯავრებოდა თავისი ერიც.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ღმერთს კაცი თვალმარგალიტით სავსე სკივრთან მიუყვანია და უთქვამს: აი,ძმობილო,სიმდიდრე,რაზედაც შენ დღედაღამ ოცნებობ,ოღონდ ახლავე გაფრთხილებ – აიღებ,ინანებ და არ აიღებ,მაინც ინანებო.კაცს უფიქრია,თუკი ორივე შემთხვევაში მაინც უნდა ვინანო,უკეთესია ავიღო და მოვიხმარო,თუნდაც აგური ვიყიდო,სინანულის დროს თავში რომ ვირტყაო.