Daily Archives: მარტი 17, 2016

მიხეილ ქვლივიძის ნააზრევი…

“ქართველი კაცი ბუნებით მსახიობია და ყოველთვის ისეთი გატაცებითა და კმაყოფილებით თამაშობს თავის როლს,რომ ხშირად არც აინტერესებს: რა სპექტაკლში მონაწილეობს?!”

ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – “დიდი მოურავი”

“იქ,სადაც ყველაფერი ნებადართულია,წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება მტაცებლური ინსტიქტები,როგორც ტირანიის შედეგი.უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი იჭურვება ყაჩაღის იარაღით,ირჩევს მსხვერპლს და ვაი მას,ვინც მის ბადეში მოხვდება.ზეიმობს უუფლებობა,ადამიანის ღირსება დათრგუნულია,მართლმსაჯულება დუმს,ჯალათი ხარხარებს.

მიხეილ ქვლივიძე – “გრამატიკული საკვირველებანი”

დაჰკვირვებიხართ,მეგობრებო,ზედსართავ სახელს:

არსებით სახელს როგორ უცვლის აზრსა და სახეს?

იცით თუ არა,რომ

1. დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის – უინსტონ ჩერჩილის მეუღლის – კლემენტინა ხოზიეს დედა (ანუ სიდედრი) – ლედი ბლან ხოზიე,ალკოჰოლური სასმელების ფანატიკურად მოყვარული ქალი იყო.მას შემდგომ,რაც ლედი ბლან ხოზიეს მეუღლე გარდაეცვალა,თავისი ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება ბანქოს სათამაშო სახლებში დაიწყო

“ლომბარდის” დაარსების ისტორიიდან…

ლომბარდი – წარმოადგენს სპეციალიზირებულ კომერციულ ორგანიზაციას,რომლის უმთავრესი საქმიანობა გახლავთ მოკლევადიანი სესხების გაცემა მოქალაქეთა მოძრავი ქონების (ძვირფასი ლითონები,ავტოტრანსპორტი,საყოფაცხოვრებო აპარატურა და სხვა) გირაოში ჩადების სანაცვლოდ.

ფინეთში მოქმედი “მშრალი კანონი”-ს შესახებ…

როგორც ჩანს,ფინეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა გენიალური ირლანდიელი მწერლის – ჯორჯ ბერნარდ შოუს ერთი ბრძნული შეგონება: “ალკოჰოლი – გახლავთ ანესთეზია,რომელიც გვაძლევს საშუალებას გადავიტანოთ ოპერაცია,სახელწოდებით – ცხოვრება”, – და 1911 წლის 1 ივნისს გამოსცა კანონი,რომლის თანახმადაც ქვეყანაში აიკრძალა ალკოჰოლური სასმელების წარმოება და მოხმარება.