Daily Archives: მარტი 13, 2016
ლარი კინგი – “ეპიზოდი”
თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში,ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი ტელეჟურნალისტისა და პოპულარული თოქ-შოუს – “Larry King Live”-ს წამყვანის – ლარი კინგის (ნამდვილი სახელი და გვარი – ლოურენს ჰარვი ზეიგერი) გადაცემებში,მსოფლიოში ცნობილ უამრავ პერსონას აქვს მონაწილეობა მიღებული (პოლიტიკოსებს,შოუმენებს,მსახიობებს,მომღერლებს და ასე შემდეგ).
ედვინ ჰერბერტ ლენდი – “ეპიზოდი”
1975 წელს დიდი ამერიკელი გამომგონებელი,სწავლული და ფოტოტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მწარმოებელი სახელგანთქმული კომპანიის – “Polaroid Corporation”-ის ფუძემდებელი – ედვინ ჰერბერტ ლენდი (1909-1991 წლები) ამავე კომპანიის აქციონერებისა და ტოპ-მენეჯერების უშუალო მონაწილეობის შედეგად,კორპორაციის – პრეზიდენტობიდან გადააყენეს.
ამონარიდები თამაზ ჭილაძის რომანიდან – “კაქტუსის ბაღი”
” – რატომ არის,რომ სამუდამო სიკვდილისთვის მარტო ადამიანი გაწირა ღმერთმა? ბუნებაში ხომ ყველაფერი დროებით კვდება – ფოთოლი იქნება ის,თევზი თუ ჩიტი.იმიტომ,რომ არც ფოთოლმა,არც თევზმა და არც ჩიტმა არ იციან თავიანთი ფოთლობის,თევზობისა და ჩიტობის ამბავი.არ იციან,რას წარმოადგენენ.მარტო ადამიანმა იცის ეს და ამიტომაც კვდება,სამუდამოდ…”
მოტირალი ჰერაკლიტე და მოცინარი დემოკრიტე
მოტირალი ჰერაკლიტე და მოცინარი დემოკრიტე – წარმოადგენს ევროპულ ფილოსოფიაში ანტიკური ხანიდან გავრცელებული ორი გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – ჰერაკლიტე ეფესელისა (ძვ.წ.აღ-ით 544-483 წლები) და დემოკრიტე აბდერელის (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) ურთიერთსაწინააღმდეგო და განსხვავებულ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას: პესიმისტი ჰერაკლიტე დატიროდა,ხოლო ოპტიმისტი დემოკრიტე კი – დასცინოდა ყოველგვარ ადამიანურ სისულელეს.
ონორე დე ბალზაკი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ფრანგი მწერალი - ონორე დე ბალზაკი (1799-1850 წლები) საკუთარ თავს “მანდილოსნების სულიერი სამყაროს” ღრმა მცოდნედ მიიჩნევდა და ამით ერთობ ამაყობდა კიდეც.
ჩინეთში მოქმედი უჩვეულო კანონი
2013 წელს აღმოსავლეთ აზიაში მდებარე – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში – “სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრების” (იგივე – პარლამენტის) მიერ დამტკიცებული იქნა კანონი,რომლის თანახმადაც სავალდებულო გახდა ხანდაზმულ მშობლებს შვილებმა ხშირად ეწვიონ და აღმოუჩინონ არა მხოლოდ ფინანსური,არამედ მორალური მხარდაჭერაც.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ-ერთმა რუსმა მწერალმა,თავის პირველ და ყოვლად უგერგილო რომანში (გამოქვეყნდა 1956 წელს),ქართველებს მწვანილის სიყვარულის გამო – “ბალახიჭამიები” გვიწოდა,რამაც ჩვენ ერს ძალიან ატკინა გული.დაასახელეთ,რომელმა რუსმა “ლიტერატორმა” მოგვიხსენია ქართველები “ბალახიჭამიებად”?