Daily Archives: მარტი 1, 2016
თამაზ ჭილაძის რომანიდან – “ჩამავალი მზის სხივი”
“ყველაზე დიდი უბედურება ალბათ ისაა,ვიღაცას რომ მიადგები,ან შემთხვევით წააწყდები,ის ვიღაცა ადამიანი გგონია,ფიქრობ,ადამიანურად მომექცევაო,თუნდაც იმას მაინც გკითხავს,რა გიჭირსო,მაგრამ აღმოჩნდება,რომ ის ვიღაცა ადამიანი არ არის,აღარ არის,დაავიწყდა,როდისმე ადამიანი თუ იყო და ამიტომ გირჩევნია ისევ ძაღლებმა დაგგლიჯონ,ვიდრე იმ კაცს შენი გასაჭირი შესჩივლო.უნდა ეცადო,შენი გაჭირვება ბოლომდე დამალო,როგორმე გაუძლო და არ თქვა,არ გაამხილო,მაგრამ თუ იტყვი,დარწმუნებულიც უნდა იყო,რომ გაგიგებენ…”
თამაზ ჭილაძის დიდებული რომანიდან – “ბრეიგელის მთვარე”
“სადღაა საზოგადოება.პირველი,რაც ჩვენ თვალწინ გაქრა თუ მოკვდა,საზოგადოება,საზოგადოებრივი აზრი იყო.ახლა მისი უსახო ნაფლეთები,ნარჩენები დაფარფატებენ ქუჩებსა თუ პარკებში.ასეირნებენ ათასნაირი ხერხით,ცდით,მეთოდით გადაჯიშებულ ცხოველებს,რომლებსაც რახანია დაავიწყდათ,თუ დაავიწყეს,დარაჯები და მონადირეები რომ იყვნენ და ურჩევნიათ ასე ყელზე ჯაჭვებშებმულებმა გაატარონ ცხოვრება,ანუ პატრონებს უფრო დაემსგავსონ,ვიდრე წინაპრებს”.
ტუპაკ ამარუ შაკური – “ეპიზოდი”
1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში დაუდგენელ ვითარებაში დაჭრილი დიდი ამერიკელი რეპერი,მწერალი და მსახიობი – ტუპაკ ამარუ შაკური, 13 სექტემბერს გარდაიცვალა.ცნობისათვის,ის პირველი რეპერი გახლდათ ისტორიაში,რომელსაც ძეგლი დაუდგეს.
კიგელია (ძეხვის ხე)
კიგელია (იგივე – ძეხვის ხე) – წარმოადგენს ბიგნონიასებრთა ოჯახის მონოტიპური გვარის გასაოცარ და სწრაფად მზარდ მცენარეს,რომლის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სახეობა – აფრიკული კიგელიაა შემორჩენილი ბუნებაში.
აიუმასი
აღმოსავლეთ აზიაში მდებარე სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში - აიუმასს უწოდებენ ხანდაზმულ კორეელ ქალბატონს.კორეელი ხალხის კულტურაში იმთავითვე ერთობ სპეციციპიკური და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ახალგაზრდა თაობის მოკრძალებულ და პატივისცემით განმსჭვალულ დამოკიდებულებას უფროსი ასაკის მქონე ადამიანებისადმი.
უჩვეულო საფლავები
ცნობილი ამერიკელი მწერალი ქალი – ლორელ ჰამილტონი წერდა: “გარდაცვლილთათვის მნიშვნელობა აღარ აქვს არც ლამაზ ყვავილებს და არც მარმარილოს ქანდაკებებსო”.თუკი იმ საოცარ საფლავებს გავითვალისწინებთ,რომლებიც ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში განთავსებული “ჰილტონ-ჰედის აეროპორტის” ასაფრენ ბილიკზეა განფენილი,ჰამილტონის ზემოაღნიშნულ სიტყვებში დასარწმუნებლად,გონების დიდი დაძაბვა საჭირო აღარ იქნება.
პუმიპონ ადულიადეტი – “ეპიზოდი”
2002 წელს სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე ტაილანდის სამეფოს მეფემ – პუმიპონ ადულიადეტმა ქუჩიდან აიყვანა ძაღლი, რომელსაც სახელად – ტონგაენგი უწოდა. ცხოველების მოყვარულ ტაილანდელ მონარქს იმდენად შეუყვარდა თავისი ოთხფეხა მეგობარი, რომ მის შესახებ დროთა განმავლობაში წიგნიც კი დაწერა. წიგნი, რომელიც თავის მხრივ, უმალვე იქცა ქვეყანაში ბესტსელერად.
ადოლფ უილიამ ბუგერო – “დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში”
“დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში” - წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და XIX საუკუნის აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე შესრულებულ შედევრ და უკვდავ სურათს.