Monthly Archives: ნოემბერი 2016
რა განაცხადა ჯონ ლენდისმა ედი მერფის შესახებ?
როგორც ცნობილია,დიდმა ამერიკელმა კინორეჟისორმა – ჯონ ლენდისმა და პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა – ედი მერფიმ ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყეს თანამშრომლობა ფილმზე – “ადგილების გაცვლა”. 1988 წელს მათ კვლავაც ერთად მოუწიათ მუშაობა დღეისათვის ყველასათვის საყვარელ კინოფილმზე – “მოგზაურობა ამერიკაში”.
„დამაკვირდი”
1. „როდესაც საუბარი სხვის ცოდვებზე მიმდინარეობს, ჩვენ – ბრალმდებლები და მოსამართლეები ვხდებით, ხოლო როდესაც საუბარი ჩვენს ცოდვებს ეხება, – ადვოკატები”.
“წმინდა ფრანცისკე ასიზელის ყვავილებიდან”
“წმინდა ფრანცისკე ასიზელის ყვავილები” – წარმოადგენს წმინდა ფრანცისკე ასიზელისა და მისი წინამორბედი წმინდანების მიერ განვლილ ცხოვრებაზე აგებულ პოპულარულ ლეგენდების კლასიკურ კოლექციას,რომელიც შუა საუკუნეების ერთერთ საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებად არის აღიარებული.
ფელიქს ძერჟინსკი & იუზეფ პილსუდსკი
საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის – “ჩეკას” პირველ უსასტიკეს ხელმძღვანელს – ფელიქს ძერჟინსკის (1877-1926 წლები),დაბადებისას მშობლებმა ორი სახელი – ფელიქს შენსნი უწოდეს.”ფელიქსი” ლათინურ ენაზე,ისევე როგორც – “შენსნი” პოლონურად, – “ბედნიერს” აღნიშნავს.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ იმ ერთადერთი ადამიანის ვინაობა,რომელიც შვედეთის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად (1910 წლის 23 ბოემბერს) იქნა დასჯილი სიკვდილით – “გილიოტინის” გამოყენებით.
წმინდა ბასილი დიდი – “რა ცოდვების ჩადენა შეუძლია ენას?”
“ცოდვა,რომელსაც ენა სჩადის,ფრიად მრავალფეროვანია.განრისხდი? ენა წინ გაგისწრებს.ავხორცობამ შეგიპყრო? უწინარეს ყოვლისა,შუამავლად ენა გეყოლება,
ანაქარსის კლოოტსი – “ეპიზოდი”
ანაქარსის კლოოტსი (1755-1794 წლები) – წარმოადგენდა ნიდერლანდული წარმომავლობის მქონე გამოჩენილ ფრანგ ფილოსოფოს-განმანათლებელს,პუბლიცისტსა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის აქტიურ მოღვაწეს,რომელსაც თავისი მკვეთრი ათეისტური შეხედულებების გამო – “იეჰოვას პირად მტრად” მოიხსენიებდნენ.
კილტი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც XVIII საუკუნეში ინგლისის ხელისუფლებამ შოტლანდიას ხელიდან გამოაცალა დამოუკიდებლობა,დღის წესრიგში დადგა შოტლანდიელთა ეროვნული სამოსის – “კილტის” (ქვედაბოლოს) წინააღმდეგ ბრძოლა.
ანტუან სიმონი – “ეპიზოდი”
ანტუან სიმონი (1736-1794 წლები) – წარმოადგენდა იმ ფრანგ მეწაღეს,რომელსაც საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ წლებში ანდეს სიკვდილით დასჯილი ლუი XVI-სა და მარია ანტუანეტის მცირეწლოვანი ვაჟიშვილის,საფრანგეთის დოფინის – ლუი XVII-ს ზედამხედველობა,დაცვა და აღზრდა.
ფრანც იოზეფ ჰაიდნი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორსა და ვენის კლასიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს – ფრანც იოზეფ ჰაიდნს (1732-1809 წლები) უცნობი ყასაბი ეწვია სახლში.ყასაბმა მაესტროს აუხსნა,რომ რამდენიმე დღეში მისი ერთადერთი ქალიშვილის ქორწილი უნდა გამართულიყო და სურდა ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის საქორწინო მენუეტი მიეძღვნა.