Monthly Archives: იანვარი 2018
ლორდი ჩესტერფილდი – „ეპიზოდი”
„დავიწყოთ იმით,რომ კაცმა უნდა იცოდეს,როგორ შემოვიდეს ოთახში,მერე კი როგორ გავიდეს იქიდან.
ლორენს სტერნი – „ეპიზოდი”
დიდმა ინგლისელმა მწერალმა და სასულიერო პირმა – ლორენს სტერნმა (1713-1768 წლები),თავისი პირველი რომანი – „ტრისტამ შენდი” 45 წლის ასაკში დაწერა.აღნიშნულმა იუმორისტულმა ნაწარმოებმა არნახული წარმატების გარდა,არა მხოლოდ განსაკუთრებული კრიტიკა,არამედ პროტესტიც კი გამოიწვია საზოგადოების ერთ ნაწილში.
მიშელ დე მონტენი – „ეპიზოდი”
ერთხელ,ბარ-ლე-დუკში სტუმრობისას,აღორძინების ხანის გენიალურმა ფრანგმა მწერალმა,ფილოსოფოსმა და თანამედროვე ესეს ჟანრის ფუძემდებელმა – მიშელ ეიკემ დე მონტენმა (1533-1592 წლები) სიცილიის მეფის – რენეს ავტოპორტრეტი იხილა.
ამონარიდები ადელაინ ვირჯინია ვულფის ესეებიდან…
„როცა იძულებული ხარ აუცილებლობის გამო ერთ საქმეს მიეჯაჭვო,ეს არსებობაა და არა ცხოვრება”. – (მონტენი)
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„რადგან მოხვეჭის წყურვილი საყოველთაოა,მქონებელი კაცი დიდხანს ვერ ცხოვრობს მშვიდობიანად”.
იცით თუ არა,რომ
1. ტიმოკრატიული კონსტიტუცია – წარმოადგენს ისეთი სახის კონსტიტუციას,რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებებს მათი ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს,პრინციპით: მეტი გაქვს ქონება – მეტი გაქვს უფლება,ნაკლები გაქვს ქონება – ნაკლები გაქვს უფლება,არა გაქვს ქონება – არა გაქვს უფლება.
ფერნანდო მაგელანის შესახებ…
დედამიწის ირგვლივ პირველი წარმატებული მოგზაურობის შემოქმედის,პორტუგალიელი ზღვაოსნის – ფერნანდო მაგელანის (1480-1521 წლები) მიმართ ესპანეთის სამეფო კარის უნდობლობა იმდენად მაღალი იყო,რომ მეფის – კარლ V-საგან გაცემული იყო საიდუმლო ინსტრუქცია,რომლის თანახმადაც ექსპედიციის რამდენიმე წევრს მუდმივად უნდა ედევნებინა გასაიდუმლოებულ ვითარებაში თვალყური მისი ყოველი ნაბიჯისათვის.
თუკი ძველ ბერძენ მეცნიერებს ვერწმუნებით…
თუკი ძველ ბერძენ მეცნიერებს ვერწმუნებით,ძველი კოლხები შესანიშნავი მეზღვაურები ყოფილან.მათივე ცნობების თანახმად,ძველ კოლხებს ჰქონიათ განსაკუთრებული ფიცრები,რომელთაც – „კირბები”-ს სახელწოდებით მოიხსენიებდნენ და რომლებზედაც თავის მხრივ,დატანილი იყო უძველეს ეპოქებში ცნობილი ყველა გზა,წყლისა და ხმელეთის საზღვრები.
ჟან-ფრანსუა ლაპერუზი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული ფრანგი მეზღვაური – ჟან-ფრანსუა ლაპერუზი (1741-1788 წლები),რომლის სახელსაც დღემდე ატარებს კუნძულ სახალინსა და კუნძულ ჰოკაიდოს შორის არსებული სრუტე (ლაპერუზის სრუტე),სხვა ცნობილი კოლონიზატორი-მეზღვაურებისა თუ კონკისკადორი-მოგზაურებისაგან ერთობ განსხვავებული მსოფლმხედველობით გამოირჩეოდა.
მიშელ ადანსონი – „ეპიზოდი”
პირველი ადამიანი,რომელმაც XVIII საუკუნეში ევროპელებს ბომბაქსისებრთა ოჯახის უნიკალური ხე – ბაობაბი გააცნო,გამოჩენილი ფრანგი ბუნებისმეტყველი და მოგზაური – მიშელ ადანსონი (1727-1806 წლები) გახლდათ.