Daily Archives: იანვარი 29, 2018

ამონარიდები თამაზ ჭილაძის მოთხრობიდან – „შუადღე”

„ადამიანის სული ქვეყნიერების პატარა რუკაა და ვინც მისი წაკითხვა იცის,გაოცებულია მისი სიდიადით…”

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

„ლარუსის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ნათქვამია,ქართველები ყველაზე მშვენიერი ადამიანური რასაა დედამიწაზეო, „ის” კი ამის ცოცხალი მაგალითია”. – ამ სიტყვებით ასხამდა ხოტბას ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ გოგონას „სამშობლოს პოეტად” წოდებული დიდი ფრანგი პოეტი – ლუი არაგონი (1897-1982 წლები).

რაში სდებდა ბრალს დე გოლს ჟან ლაფიტი?

ცნობილი ფრანგი კომუნისტი მწერალი – ჟან ლაფიტი (1911-2004 წლები),რომელმაც მთელი თავისი ძალისხმევა შეალია გერმანელ ოკუპანტებთან და ფრანგ გამცემლებთან დაუნდობელ ბრძოლას,საფრანგეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის უშუალო ხელმძღვანელს,გენერალ – შარლ დე გოლს (1890-1970 წლები) იმთავითვე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა.

ირაკლი გამრეკელის ბიოგრაფიიდან…

ბუნების სილამაზით მოჯადოებული დიდი ქართველი ფერმწერი,სცენოგრაფი და ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ირაკლი გამრეკელი (1894-1943 წლები), ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მხატვრობით.

ადელაინ ვირჯინია ვულფის შესახებ…

დიდი ინგლისელი მწერალი ქალის – ადელაინ ვირჯინია ვულფის (1882-1941 წლები) მამა – სერ ლესლი სტივენი (1832-1904 წლები) არა მხოლოდ თავდაჯერებულობით გამორჩეული კაცი იყო,არამედ ერთობ პრინციპული და ჭეშმარიტი ვიქტორიანელიც გახლდათ.

იცით თუ არა,რომ

1. თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი დიდი ქართველი პოეტი – სიმონ ჩიქოვანი,რომელსაც თვალის სინათლე უკვე დაკარგული ჰქონდა,ხშირად იჯდა ხოლმე თავის სამუშაო კაბინეტში თავდახრილი და რაღაცას უღიმოდა.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„არ არსებობს სახელი,რომელსაც დანარჩენებზე მბრძანებლობის უფლება გააჩნია”.

„წითელი წიგნი” – (ეპიზოდი)

როგორც ცნობილია,იშვიათი,გადაშენებული და გადაშენების საფრთხის პირას მისული ცხოველებისა და მცენარეების სახეობების ნუსხით შედგენილი ანოტირებული წიგნი,რომელსაც „წითელი წიგნის” სახელწოდებით მოვიხსენიებთ დღემდე,პირველად 1963 წელს იქნა გამოცემული სწავლულების 15 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად და მასში სულ 211 სახეობისა და ქვესახეობის ძუძუმწოვრები იყვნენ შეყვანილნი.

ლეგენდები თეთრყვავილას შესახებ…

კაცობრიობა დღემდე დარწმუნებულია,რომ ამარილისებრთა ოჯახის პატარა ზომის მქონე მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე – თეთრყვავილა,რომელიც განსაკუთრებული სიმრავლით კავკასიის რეგიონშია გავრცელებული,სხვა ყვავილებზე ადრე გაჩნდა ჩვენს პლანეტაზე.