Daily Archives: იანვარი 21, 2018
რომი იყო ქალაქი,სადაც…
ხმელთაშუაზღვის აუზის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ქცეული „მარადიული ქალაქი” – რომი იყო ქალაქი,სადაც მიცვალებულთა დაკრძალვაზე გლადიატორების ერთმანეთის ამოხოცვის ამაზრზენმა პრაქტიკამ პირველად ძვ.წ.აღ-ით 264 წელს აიღო სათავე (აღნიშნულ წელიწადს ძმებმა ბრუტებმა მამის დაკრძალვის დღეს ერთმანეთს შეაკლეს ექვსი შეიარაღებული მონა);
„დამაკვირდი”
1. „მე ვფიქრობ,რომ ერთადერთი სასარგებლო ღმერთი ჩვენთვის არის ოქრო და ვერცხლი.თუ შენ მათ შეიტან შენს სახლში,მაშინ შენ შეგიძლია მოისურვო რაც მოგეხასიათება და ყველაფერი ეს მაშინვე გექნება: ქონებაც,სახლიც,ვერცხლის ჭურჭელიც,მეგობრებიც,მლიქვნელი მსახურნიც,მოწმეებიც და დამსმენნიც.საჭიროა ცოტა მეტი მისცე და შენი მსახურნი გახდებიან თვითონ ღმერთებიც კი”. – მენანდრე
თბილისის სასულიერო სემინარია – „ეპიზოდი”
1835 წელს მდიდარი ქართველი ვაჭრის – იაკობ ზუბალაშვილის შეკვეთით შვეიცარიელმა ძმებმა (არქიტექტორებმა) – ჯოვანი და ჯუზეპე ბერნარდოცებმა თბილისში კლასიცისტურ სტილში ააგეს ნაგებობა,რომელშიც თავდაპირველად სასტუმრო იქნა განთავსებული,ხოლო მოგვიანებით კი „თბილისის სასულიერო სემინარია”.
იცით თუ არა,რომ
1. არისტოტელეს ფილოსოფიური სკოლის „ლიცეუმის” პირველ ხელმძღვანელს – არისტოტელეს – 13 მონა ჰყავდა; ლიცეუმის შემდეგ ხელმძღვანელს – თეოფრასტეს – 9; მომდევნო ხელმძღვანელს – სტრატონს – 6; ლიკონს – 12; რამდენიმე მონა ჰყავდა ასევე გენიალურ ძველრომაელ ორატორს – მარკუს ტულიუს ციცერონსაც.
ლუციუს ანეუს სენეკას შესახებ…
მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ფრიდრიხ ენგელსი,გენიალური ძველრომაელი ფილოსოფოსის,სახელმწიფო მოღვაწის,დრამატურგისა და სისასტიკით სახელგანთქმული რომის იმპერატორის – ნერონის აღმზრდელის – ლუციუს ანეუს სენეკას (ძვ.წ.აღ-ით 4 – ახ.წ.აღ-ით 65 წლები) შესახებ წერდა,რომ სათნოებისა და მოთმინების მქადაგებელი მოხუცი სწავლული ნერონის სასახლის პირველი ინტრიგანი გახლდათო.
გიორგი სააკაძე – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ხალხური გადმოცემის თანახმად,ირანელთა სამსახურში ჩამდგარი სახელოვანი ქართველი მხედართმთავრისათვის – გიორგი სააკაძისათვის (1580-1629 წლები) ირანის შაჰსა და საქართველოს დაუძინებელ მტერს აბას I-ს უკითხავს,რა იარაღი სჯობია ბრძოლაშიო,