Daily Archives: იანვარი 26, 2018
ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ…
„რატომა ვარ აგრე ჭკვიანი?” – უკვირდა თვითმყოფადი ფილოსოფიური სწავლების ათეისტ ფუძემდებელ გერმანელ მოაზროვნეს - ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900 წლები),რომელმაც იქვე განაგრძო: „ქრისტეს რომ ჩემდენი ეცხოვრა,ჩემსავით ჭკვიანი იქნებოდაო”.
ადრეული ეპოქების ფრანგული სამგლოვიარო ეტიკეტის შესახებ…
როგორც მეფე ართურის ლეგენდების ციკლიდან ვგებულობთ,რაინდების დომინირების ეპოქაში ამ კეთილშობლ მეომართა საზოგადოების წევრებს გლოვის ერთობ უცნაური ტრადიცია გააჩნდათ.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ყველაზე გულახდილ აღსარებებს ის კარისკაცები წერდნენ სიბერის ჟამს,რომელთაც მთელი ცხოვრება ფარისევლობაში გალიეს”.
ერთი ქართული „ფსიქოლოგიური” პასაჟი
„ერთხელ ქართველმა კაცმა ქართველ კაცს შეუთვალა: ჩემთან გადმოდიო.დაპატიჟებული კაცი დაფიქრდება: აბა,რისთვის უნდა გადავიდეს.გადასვლა რო სდომოდა,ხომ თვითონ გადავიდოდა და ახლა უკან გადმოსული იქნებოდა.
ორი ქართველი გენიოსი – „ეპიზოდი”
იმხანად,როდესაც ქართულ ხელოვნებას განმკითხავი და პატრონი არ ჰყავდა,უცხოეთიდან არდადეგებზე ჩამოსულ გენიალურ ქართველ კლასიკოსს – კონსტანტინე გამსახურდიას (1893-1975 წლები) ღარიბულ სტუდენტურ ოთახს ხშირად სტუმრობდა მისი თანატოლი მეგობარი,ასევე გენიალური ქართველი,თუმცა-კი ფერმწერი – ლადო გუდიაშვილი (1896-1980 წლები).
ედუარ მანე – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გენიალური ფრანგი მხატვარ-უნივერსალისტისა და გრავიორის – ედუარ მანეს (1832-1883 წლები) შემოქმედებისათვის ერთობ დამახასიათებელ შტრიხს წარმოადგენდა ტილოებზე შიშველი მანდილოსნების გამოსახვა.
დემნა შენგელაია – „ლუარსაბ თათქარიძე გენიალური კაცია!”
სახელგანთქმული ქართველი მწერალი და აკადემიკოსი – დემნა შენგელაია (1896-1980 წლები) იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა,რომელმაც ცხადად დაინახა ილიას შედევრი-ქმნილების – „კაცია-ადამიანი?!”-ს მთავარი გმირის – ლუარსაბ თათქარიძის „სიმპათიურობა” და ის ფარული თანაგრძნობა,რომელიც მას ავტორის მხრიდან ხვდა წილად.
„დამაკვირდი”
1. „სიმართლეს,ერთგული მეგობრების გარდა,დაუძინებელი მტრებიც ჰყავს”. – გურამ ასათიანი
ოთარ ჭილაძე – „ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის…”
ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის
და თვითონ უნდა მიაბა იგი
პეტრე III – „ეპიზოდი”
გერმანული წარმომავლობის მქონე რუსეთის იმპერატორს – პეტრე III-ეს (1728-1762 წლები),რომელიც საკუთარი მეუღლის – ეკატერინე II-ის ბრძანებით გაისტუმრეს იმიერში,ისევე როგორც სხვა ადამიანებს,თავისი ჰობი გააჩნდა.