Monthly Archives: მაისი 2018

იცით თუ არა,რომ

1. რომის საღვთო იმპერიის ესპანური წარმომავლობის მქონე იმპერატორი ჰაბსბურგთა დინასტიიდან – კარლ V ამბობდა,რომ გერმანულად მხოლოდ საკუთარ ცხენებს ელაპარაკებოდა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ იმ ეპოქაში გერმანელ თავადაზნაურობასა და ინტელექტუალებსაც კი ერცხვინებოდათ გერმანულ ენაზე საუბარი და უპირატესობას ლათინურს ანიჭებდნენ.

„დიშ-ხაკი”

ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ბულგარეთში ოკუპანტებმა ერთი ფრიად უჩვეულო სახის მქონე გადასახადი დააწესეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„არსებობს შემდეგი სახის დიპლომატიური პრინციპი: ყველას დაეთანხმე ყველაფერში,მაგრამ იმოქმედე ისე,როგორც თვითონ გსურს”.

რა პასუხი გასცა ავაზაკმა არაბეთის ხალიფატის მბრძანებელ ალ-მანსურს?

აბასიანთა დინასტიის ხალიფამ – აბუ ჯაფარ აბდ ალ-ლაჰ იბნ-მუჰამად ალ-მანსურმა (705-775 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება თანამედროვე ერაყის დედაქალაქის – ბაღდადის დაარსება,ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ძებნის შედეგად,როგორც იქნა ტყვედ ჩაიგდო იმ პერიოდისათვის საყოველთაოდ ცნობილი არაბი ავაზაკი – იბნ ემინი,რომელიც შიშის ზარს სცემდა ხალიფატის მოსახლეობას.

ივანე ვაზოვი – „ფიჭვი”

„ბუნების ცხოველმყოფელ ჟრიამულს სრულიად მოწყვეტილია გალავანშემოვლებული ძველთაძველი მონასტერი,რომლის  ეზოშიც მუდამ სიმშვიდე და სამარისებული მყუდროება სუფევს.

სტენდალი – „ეპიზოდი”

მოიპოვება ცნობები იმის შესახებ,რომ „მომავლის მწერლად” წოდებულ გენიალურ ფრანგ მწერალსა და ფსიქოლოგიური ჟანრის რომანის ერთ-ერთ ფუძემდებელს – ანრი მარი ბეილის (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალს,ეგრეთ წოდებული – „ოიდიპოსის კომპლექსი” სტანჯავდა

დავით კლდიაშვილი – „ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ქართული კლასიკური მხატვრული პროზის ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი – დავით კლდიაშვილი (1862-1931 წლები),მხურვალედ ექომაგებოდა უკუღმართი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილების მიერ ულმობლად გათელილსა და აბუჩად აგდებულ ადამიანობას,

„დამაკვირდი”

1. „თუ გინდა იყო თავისუფალი,სხვისთვისაც უნდა გსურდეს თავისუფლება”. – ლუბენ ყარაველოვი

Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„სიმდიდრე თავისთავად დიდი სიკეთეა და გასაკიცხი და დასაცინი სულაც არ არის. გასაკიცხი უშრომლად,უპატიოსნოდ,სხვისთვის წაგლეჯით მოხვეჭილი სიმდიდრეა; და დასაცინიც მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს სიმდიდრის მფლობელი,

რისთვის დაიმსახურა მძაფრი კრიტიკა ნიკოლოზ გოგოლმა?

1847 წელს უკრაინული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმულმა რუსმა პროზაიკოსმა და დრამატურგმა – ნიკოლოზ გოგოლმა (1809-1852 წლები) გამოაქვეყნა ნაწრმოები – „მეგობრებთან მიმოწერის რჩეული ადგილები”,რომელშიაც ავტორი ბატონყმობასთან და თვითმპყრობელობასთან შერიგების იდეით გამოვიდა.