Monthly Archives: ივლისი 2018
ვლადიმერ ვერნადსკი – „ეპიზოდი”
გეოქიმიის, ბიოგეოქიმიის, რადიოგეოლოგიისა და ბიოსფეროს მოძღვრების რუსი ფუძემდებელი – ვლადიმერ ვერნადსკი (1863-1945 წლები) საზოგადოებისათვის სასარგებლო პოლიტიკური განვითარების უმაღლეს სტადიად – „სწავლულთა დიქტატურას” მიიჩნევდა.
ნიკოლოზ ჩერნიშევსკი – „ეპიზოდი”
ავდოტია პანაევას მოგონებებიდან ვგებულობთ,რომ სახელგანთქმულ რუს ფილოსოფოს-მატერიალისტსა და ენციკლოპედისტს – ნიკოლოზ ჩერნიშევსკის (1828-1889 წლები) დიდ დისკომფორტს უქმნიდა თავისი ახლომხედველობაო.
სერგო ზაქარიაძე – „ეპიზოდი”
გენიალური ქართველი მსახიობი - სერგო ზაქარიაძე (1909-1971 წლები),რომელმაც სახელი განსაკუთრებით გაითქვა რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებულ ფილმში – „ჯარისკაცის მამა” მთავარი გმირის – გიორგი მახარაშვილის როლის განუმეორებელი შესრულებით, სანამ ცხოვრების გზაჯვარედინზე დადგებოდა, ფეხბურთს თამაშობდა პროფესიულ დონეზე.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ადამიანი, რომელმაც მოიპოვა თავისი პური, მოიპოვა მასზე უფლებაც. თუ სხვა ადამიანი პარავს მას ამ პურს, იგი იპარავს მეტს, ვიდრე პურია – იპარავს წმინდა ადამიანურ უფლებას”.
რატომ თქვა უარი ქუთაისის თავობაზე ნიკო ნიკოლაძემ?
1911 წელს საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს, აკაკის „სავარდო და სამაისო” ქალაქ – ქუთაისში, ქალაქის თავის არჩევნების კამპანია იქნა გაჩაღებული.
ვოლტერი – „ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა ფილოსოფოს-განმანათლებელმა და სატირიკოსმა – ფრანსუა-მარი არუემ (1694-1778 წლები), იგივე – ვოლტერმა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, საკუთარი სახლი პირველად მხოლოდ 60 წლის ასაკში, შვეიცარიაში გადასახლების ჟამს შეიძინა.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – რაც უნდა ილაპარაკონ იდეალისტებმა, სულიერ მოთხოვნილებაზე მაღლა მაინც ხორციელი სურვილი დგას. და ჩვენ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სულის გაფურჩქვნის საწინდარი მაძღარი კუჭია”… – ექტორ მუხიკა (მეოცნებე ჭიჭყინა)
იცით თუ არა,რომ?!
1. დიდი ქართველი მწერალი – კონსტანტინე ლორთქიფანიძე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ერთობ ახირებული ხასიათი, რატომღაც ძალიან ერიდებოდა სურათის გადაღებას. ამბობენ,რომ ამ შესანიშნავ ქართველ ლიტერატორს ერთადერთხელ გადაუღეს სურათი და ისიც დიდი გაჭირვებით, მოტყუებითა და მიპარვითო.




ერთი, ორი, სამი, ოთხი, -
„ამბობენ, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო. ასეა კი ეს?