Monthly Archives: სექტემბერი 2018
ათენური დემოკრატიის ისტორიიდან
როგორც ცნობილია, დემოკრატიული მმართველობის ფორმას საფუძველი დაახლოებით 500 წელს ჩაეყარა ათენში. იმ პერიოდისათვის ამ უდიდეს საგანმანათლებლო ცენტრში 260 000 მოსახლე ცხოვრობდა, რომელთაგანაც 150 000 მონა იყო.
ნიკოლოზ ნეკრასოვის შესახებ…
„არც ერთ სახელოვან რუს პოეტს არ დაუწერია იმდენი ცუდი ლექსი შეუდარებლად გენიალურ ქმნილებებთან ერთად, რამდენიც ნეკრასოვსო”, – ერთ ხმაში ამტკიცებდნენ დიდი რუსი პოეტისა და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად აღიარებული – ნიკოლოზ ნეკრასოვის (1821-1877 წლები) შესახებ კრიტიკოსები.
კონფუცის დამოკიდებულება ლაო-ძისადმი
ჩინური ისტორიოგრაფიის მამად წოდებული – სიმა ციანის მიერ დაწერილი გრანდიოზული ნაშრომი – „შიჯი”, იგივე – „ისტორიული ჩანაწერები” გვამცნობს, რომ ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში მოღვაწე ერთ-ერთ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსს – ლაო-ძის, რომელიც უკვე ხანდაზმულ ასაკში იმყოფებოდა (ერთი ვესრიის თანახმად, ლაო-ძი 160 წლის ასაკში გარდაიცვალა),
ვალენტინა ვლადიმიროვა – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, გამოჩენილი რუსი მწერლის – გავრილ ტროეპოლსკის მიერ დაწერილი თხზულების მიხედვით 1977 წელს გადაღებულ ყველასათვის საყვარელ კინოფილმში – „შავყურა თეთრი ბიმი”, ერთ-ერთი გმირის სახე, კერძოდ კი ბიმიზე გადამტერებული „ბოროტი მეზობელი ქალის” როლი რუსმა მსახიობმა ქალმა – ვალენტინა ვლადიმიროვამ (1927-1994 წლები) განასახიერა.
ამონარიდები პროსპერ მერიმეს ლიტერატურული ქმნილებიდან – „არსენ გიიო”
„თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, როცა ერთი გროშიც არ გააჩნია”.
რა უპასუხა ლეო IX-მ პეტრე დამიანის?
კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი იტალიელი ღვთისმეტყველი და გრიგორიანული რეფორმების ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი – პეტრე დამიანი (1007-1072 წლები) იმდენად აღაშფოთა ლეო IX-ს პონტიფიკოსობის დასასრულში
ამონარიდები პროსპერ მერიმეს ნოველებიდან…
„ რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის რჩევა, ოღონდ ის კარგი იყოს”. – (კარმენი)
ჟორჟ სანდის შესახებ…
„დონ-ჟუანი კაბაში”. – ასე მრავლისმეტყველად მოიხსენიებდნენ თავდაპირველად დიდ ფრანგ მწერალ ქალსა და ფემინისტს – ამანდინ ორორ ლიუსილ დიუპენს (1804-1876 წლები) მისი არაკეთილმოსურნეები.
ამონარიდები ჰაინრიხ ბიოლის რომანიდან – „უკაცო სახლი”
„მამაკაცი იმაზე უკეთეს ვერაფერს შესთავაზებს ქალს, თუ არა – ცოლად გამომყევიო”.
რა გახდა დუელის მიზეზი?
მას შემდეგ, რაც ნობელიანტი რუსი მწერლის – ვლადიმერ ნაბოკოვის მამამ, ცნობილმა იურისტმა – ვლადიმერ ნაბოკოვმა „უფროსმა” (1869-1922 წლები) ცოლად შეირთო ოქროსმომპოვებელი მაღაროს მფლობელის ძალიან მდიდარი ქალიშვილი (ანუ, სახელოვანი მწერლის დედა) – ელენა რუკავიშნიკოვა,