Monthly Archives: სექტემბერი 2020

ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „კვაჭი კვაჭანტირაძე”

„სიმართლის სამსახური დონ კიხოტის საქმეა. რა იცოდა უბედურმა, რომ ხალხისათვის სიყალბეც და სიმართლეც თანაბრად საჭირო ყოფილა”.

კვაჭი კვაჭანტირაძის პერსონაჟის შესახებ…

„ – გახსოვთ ჩვენი კვაჭიკო პაწაწობაში ტირილის დროს სულ „მე-მე”-ს რომ გაიძახოდა? მაშინ ვთქვი: ეს ბოვში არავის აფერს არ შეარჩენს და თელ ქვეყანას დეიჩემებს-თქვა. არ მართლდება ჩემი სიტყვა?” – (კვაჭის მამის – სილიბისტროს ნაწინასწარმეტყველევი)

გიორგი ლეონიძე – „ვარდმოფენობა”

„მიყვარდა მაისში ვარდმოფენობის დღე. დილიდანვე დავიწყებდით სახლის მორთვას ვარდით, სოსანით, ფშატის აყვავებული ტოტებით, მინდვრის ფერად-ფერადი ყვავილებით.

გიორგი ლეონიძე – „წეროს თოვლი”

მზემ შეალბო შეყინული ბზარები,

დნება წეროს თოვლი:

მიხეილ ჯავახიშვილი – „ჩვენ ქართველები ვართ!”

„ბატონებო! მეგობრებო! ცხოვრება ყველას მოგვერევა და დაგვჯაბნის, დაგვწვავს, გაგვთელავს, სისხლით და ცრემლით გვატირებს, მაგრამ ერთში მაინც ვერ მოგვღუნავს, ვერ მოგვდრეკს: ჩვენ ქართველები ვართ,

ამონარიდები ოტია იოსელიანის ავტობიოგრაფიული ნოველებიდან…

„თუ კეფის შიგნით ჭკუაა, უკანაც ხედავს, გვერდებზეც და წინ ხომ ხედავს და ხედავს. და იმასაც ხედავს, რასაც თვალი ვერ სწვდება…” – (ჩემი ქართულის მასწავლებელი)

ამონარიდები რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „ჩემი მეგობარი ნოდარი”

„ყარაულის ძილი არ გამიგია მე!”

ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…

„წელში ოთხად მოკეცილი ბებერი გინდა მეფის ტახტზე დასვი და გინდაც ბუხართან, ერთი ოხერი იქნება!” – (როდის ამოდის მზე)

ოტია პაჭკორია წერდა…

„ვიცი, რომ მოყვასს ხელი უნდა გაუწოდო, დაცემული წამოაყენო, სნეულს უწამლო… ოღონდ ერთს ვერ ვხვდები – რა არის ლოთის წამალი – სასმელის მიწოდება თუ სასმელის წართმევა…

„დამაკვირდი”

„ძმაკაცობა ჩემი რწმენაა, ჩემი სინდისის მსაჯულია და თუ ვინმეს „ძმაკაცობა” ეგოიზმით ნაკარნახევ მხოლოდ და მხოლოდ გართობისა და დროსტარების საშუალებად მიაჩნია, მიმიფურთხებია ასეთი ძმაკაცობისათვის”. – აკაკი მუხურაძე